ეს დემოკრატიისთვის უკან გადადგმული უდიდესი ნაბიჯია – ესტონეთის საგარეო NGO-ების ანგარიშების დაყადაღებაზე

“ეს დემოკრატიისთვის უდიდესი უკან გადადგმული ნაბიჯია” – ასე ეხმაურება ს საგარეო საქმეთა სამინისტრო 7 არასამთავრობო ორგანიზაციის ანგარიშების დაყადაღებას.
ესტონეთის საგარეოს განცხადებით, არასამთავრობო ორგანიზაციების ანგარიშების დაყადაღება “მოქალაქეებზე პირდაპირი დარტყმაა”.
საქართველოს მთავრობამ 7 სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციის საბანკო ანგარიშები დააყადაღა. ეს დემოკრატიისთვის უდიდესი უკან გადადგმული ნაბიჯია – და პირდაპირი დარტყმაა მოქალაქეებზე, რომლებიც დამოკიდებული არიან მათ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან სამუშაოზე. სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს არსებითი მნიშვნელობა აქვთ უფლებების დაცვისთვის, საზოგადოებების მხარდაჭერისთვისა და ხალხისთვის ხმის მიცემისთვის,” – წერია განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ, ვატო შაქარაშვილის ორგანიზაციის საჩივრის საფუძველზე და პროკურატურის შუამდგომლობით, 7 არასამთავრობო ორგანიზაციის საბანკო ანგარიშები დააყადაღა.
არასამთავრობო ორგანიზაციებს 2024 წლის ბოლოს საპროტესტო აქციების „დაფინანსებას“ ედავებიან „საბოტაჟის საქმის“ ფარგლებში.

ასევე დაგაინტერესებთ

ნიკა გვარამია: გელა ხასაია გალელი ბიჭია, ნახევრად აფხაზი. ქართულად მოლაპარაკე გელა უბრალოდ არ დააყენეს სოხუმში, სწავლის და განვითარების საშუალება არ მისცეს… აი ეს გელა დააკავა წუხელ რეჟიმმა

პროკურორი გიორგი ბაჩიაშვილის მშობლებზე – მშობლების დახმარება განხორციელდა შვიდ უძრავ ქონებასთან, ასევე მოძრავ ქონებასთან დაკავშირებით – საუბარია 4 მლნ დოლარისა და მილიონ ლარზე მეტის გათეთრებაზე