“ეს დედაჩემია 61 წლის ასაკში” – ეკა კახიანის შთამბეჭდავი კადრები: მუსიკოსი არაჩვეულებრივ ფორმაშია – Marao

ეკა კახიანი ჯერ კიდევ ბავშვობიდან იქცა საზოგადოებისთვის საყვარელ სახედ. ის ფართო აუდიტორიამ “მზიურიდან” გაიცნო, მოგვიანებით კი ეკამ საკუთარი ცხოვრების გზა კვლავ ხელოვნებას დაუკავშირა და ცენტრალური მუსიკალური გიმნაზია და შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტი დაამთავრა.
ეკა ახლა სამი ქალიშვილის დედა და სამი შვილიშვილის ბებიაა. მშვენიერი მუსიკოსი ამტკიცებს, რომ ასაკი მხოლოდ ციფრებია და შვილების გვერდით თავადაც ახალგაზრდულად გამოიყურება. ამჯერად მის კადრებს უმცროსი ქალიშვილი, ქეთო თოფურიძე აქვეყნებს: “დაბერების არ მეშინია, რადგან ეს დედაჩემია 61 წლის ასაკში”, – წერს ქეთო.
· კინო და თეატრი
ეკა კახიანი საქართველოს სახალხო არტისტის, იმედა კახიანის შვილია. ეკა 1964 წელს თბილისში დაიბადა. დაამთავრა ცენტრალური მუსიკალური გიმნაზია და შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტი. 1974–1980 წლებში იყო ანსამბლ „მზიურის“ წევრი. 1988–1998 წლებში მიხეილ თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა თეატრის მსახიობი. 2004 წლიდან თბილისის მუსიკისა და დრამის სახელმწიფო თეატრის მსახიობია. შესრულებული აქვს მრავალი როლი კინო- და ტელეფილმებში. არის პოპულარული სიმღერების ავტორი და შემსრულებელი. 2011 წელს ჩატარდა ეკა კახიანის საავტორო კონცერტი ,,ზაფხულის საღამო“. მიღებული აქვს ღირსების ორდენი.
მისი ნახვა შეგიძლიათ ფილმებში: „ავტოპორტრეტი“, „მარტივი პასიანსი“, „მხოლოდ სიკვდილი მოდის აუცილებლად“, “ოცნების ქალაქი”. ეკა სხვადასხვა დროს თამაშობდა სპექტაკლებში: “მარლენ დიტრიხი”, “მუსიკის ჰანგები”, “სამგროშიანი ოპერა“, “ზაფხულის ღამის სიზმარი“, “ნატაძრალზე“, “ჭკუისა მჭირს“ “ცხოვრება იდიოტისა“ და სხვ.
· ძმა
„ჩემი ძმის გარდაცვალება მე ძალიან რთულად გადავიტანე, აღარ მქონდა არავისთან კომუნიკაცია, არ ვსაუბრობდი. ლადო ძალიან აქტიური და ლაღი ბავშვი იყო ჩემგან განსხვავებით. ზაფხული იყო და ვიყავით წყნეთში უცებ დასუსტდა, ფერი შეეცვალა. დედაჩემმა წაიყვანა ანალიზებზე და პირველივე ანალიზის პასუხის შემდეგ გვითხრეს, რომ მაქსიმუმ თვენახევარი შეძლებდა სიცოცხლეს. ამასობაში მამაჩემის დაბადების დღე მოახლოვდა, რა თქმა უნდა, არ გვქონდა ზედმეტი აღნიშვნების თავი და არაფერს ვგეგმავდით, ლადო გამოვიდა და დედაჩემს ეუბნება „ანუ დავმარცხდით? ეს თამაში წავაგეთ თუ რა ხდება? დაურეკე ეხლავე შენს მეგობრებს და უთხარი მოვიდნენ“ , მართლაც ასე მოხდა, ჩემი ძმა ვერ დგებოდა ფეხზე თუმცა ყველაფერი ისე გავაკეთეთ როგორც ლადოს უნდოდა. ჩემი ძმა ბოლომდე იბრძოდა, არ დანებებულა, თუმცა საბოლოოდ 16 წლის ასაკში გარდაიცვალა. ჩემი მშობლები სულ ცდილობდნენ, რომ ჩემთვის მათი ეს უმძიმესი ტრაგედია არ მოეხვიათ და უფრო არ დავეთრგუნე. “
· ოჯახი
ეკა ნა­ად­რევ ასაკ­ში რე­ჟი­სორ ერეკ­ლე ბა­დუ­რაშ­ვილ­ზე და­ქორ­წინ­და, რო­მელ­თა­ნაც ქა­ლიშ­ვი­ლი, ყვე­ლას­თვის ცნო­ბი­ლი მომ­ღე­რა­ლი ნინი ბა­დუ­რაშ­ვი­ლი ჰყავს. პირ­ვე­ლი ქორ­წი­ნე­ბა წა­რუ­მა­ტე­ბე­ლი აღ­მოჩ­ნდა და ერეკ­ლეს­თან და­შო­რე­ბის შემ­დეგ, ეკამ ნიკო თო­ფუ­რი­ძე­ზე იქორ­წი­ნა.
ნიკო თო­ფუ­რი­ძეს და ეკა კა­ხი­ანს, ორი უმ­შვე­ნი­ე­რე­სი ქა­ლიშ­ვი­ლი, ქეთო და ანას­ტა­სია ჰყავთ. წყვილს სა­ერ­თო შვი­ლიშ­ვი­ლიც ჰყავს, რო­მელ­საც იმე­დო კა­ხი­ა­ნის გარ­დაც­ვლი­ლი ვა­ჟის, ლა­დოს სა­ხე­ლი ჰქვია.
„არ მერიდება იმის თქმა, რომ მყავს არაჩვეულებრივი შვილები, საოცარია რომ უცებ შევიძინე მათი სახით 3 და, რომელიც დღეს უკვე ჩემი მეგობრები არიან. სამივე სხვადასხვანაირია, ჩვენ გვაქვს ჯგუფი, სადაც ერთმანეთს ვწერთ ხოლმე, მაგალითად თუ რაიმე გადაღება მაქვს და ვწერ ამარჩევინეთ რა ჩავიცვა, ზუსტად ვიცი ვინ როგორ მიპასუხებს, აქედან ნინი მოიწერება – „რავი აბა“ , იქიდან ანასტასია, დეტალურად მომწერს რა და რატომ უნდა ჩავიცვა, რაც შეეხება ქეთოს ის ძალიან გახსნილი და კომუნიკაბელურია. ჩვენ ხშირად ვიკრიბებით და ერთადაც დავდივართ სამოგზაუროდ მე ამ ყველაფრით ძალიან მადლიერი ვარ. “