“ეს დაგვაზიანებს”– რატომ აღარ დაბლოკა ფიცომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების პაკეტი?

სლოვაკეთის პრემიერმა რობერტ ფიცომ 17 ივლისს ოფიციალურად დაადასტურა, რომ აღარ დაადებს ვეტოს ს წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების მე-18 პაკეტს და განმარტა, რომ სანქციების ახალი პაკეტის ბლოკირების გაგრძელება კონტრპროდუქტიული იქნება, დააზიანებს სლოვაკეთის ინტერესებს.
სლოვაკეთმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალი პაკეტი 6-ჯერ დაბლოკა, ახლა კი რობერტ ფიცო ამბობს, რომ პოზიცია მას შემდეგ შეიცვალა, რაც ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა წერილობითი გარანტიები გაუგზავნა, რომელიც გაზის შესაძლო დეფიციტს და ფასს ეხება.
ცნობისთვის, დღეს, 18 ივლისს, ევროკავშირმა სანქციების მე–18 პაკეტი მიიღო.

ასევე დაგაინტერესებთ

ვიქტორ ყიფიანი – კობახიძე ევროპას გამოჯანმრთელებას უსურვებს, როცა მისი განცხადება სიჯანსაღით არ გამოირჩევა, ეს „ქართული ოცნების“ მხრიდან ცეცხლთან თამაშია – „ოცნება“ მიჰყვება გეგმას, რომელიც მარტო ადგილობრივი წარმომავლობის არ არის

პროკურატურა – ბრალი წარედგინა დანაშაულებრივი ჯგუფის 12 წევრს, რომელთაც მრავალჯერადად მიმართეს „სოფლის განვითარების სააგენტოს“ და ყალბი დოკუმენტების საფუძველზე სააგენტოსგან მიღებულ დიდი ოდენობით თანხებს მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლნენ