ჟურნალისტი გოჩა მირცხულავა:
,,არალეგიტიმურობაზე გამახსენდა: როცა ეკლესიას საეკლესიო წესების (მართვა გამგეობის დებულება – მაგათი კონსტიტუცია) დარღვევით “დანიშნული” – რეალურად არალეგიტიმური მოსაყდრე მართავს, პატრიარქის მდგომარეობიდან გამომდინარე და უპირველესად სიმართლის (სხვა არაფერია ქრისტე გარდა სიმართლის, სიყვარულისა და თავის უფლებისა) მსახური საეკლესიო იერარქია, მის წინაშე მუხლმოყრილი დგას, მრევლი კიდევ მის წინაშე აკეთებს მეტანიებს, რა უნდა გაგიკვირდეს ადამიანს? სახელისუფლებო არალეგიტიმურობა? იგივე და არა მხოლოდ მრევლისგან და იერარქებისგან ითხოვთ სამართლიანობას და ემპათიას?
ჯერ კიდევ 2018 წელს დავწერე, როგორ აიძულეს მოსაყდროს დანიშვნა პატრიარქი. მაგრამ სწორედ იმ მრევლმა, რომელიც ხმამაღლა ყვირის – პატრაიარქს ებრძვიანო – მის მიმარათ სხვა თუ არაფერი, ადამიანური თანადგომაც არ გამოიჩინა.
თუ ღმერთთან შუამავალს რუსეთი გინიშნავს და დუმხარ – სხვა რამეზე რომ არ აღშფოთდები, ჩემთვის გასაგებია.
არავინ ისე არ მებრალება, როგორც მორწმუნე, რომელიც ფიქრობს – სასულიერი პირი ზემოთ საქმეს ჩაუწყობს…. ეს დაახლოებით იმ
ოპერიდანაა, წილოსანის მამას რომ ორი ტაძარი აქვს აშენებული და ზემოთ საქმე მოგვარებული საშვილიშვილოდ ….“
