“ეს გულსაკლავია”– შალვა პაპუაშვილი

“შეგიძლიათ თქვენ საჯარო წყაროებიდანაც გასცეთ პასუხი. ის, ვინც ჩვენ მოგვიწოდებდა სთვის სანქციების დაწესებისკენ, მოხალისეების გაგზავნისკენ, სამხედრო აღჭურვილობის მიწოდებისკენ, ისინი ან მიამიტები არიან და ვერ ხვდებიან, რომ ეს ომში ჩართვას ნიშნავდა ან მავნებლები არიან. ის, რაც დახურულ კარს მიღმა ხდებოდა, ეს კიდევ ცალკე სასაუბრო თემაა, რომელზეც, იმედი მაქვს, ადრე თუ გვიან იქნება საუბარი. არასდროს, ხელისუფლების არცერთ წარმომადგენელს არ უთქვამს, რომ -ს სურს საქართველოს ჩართვა ომში. თითქოს საქართველოს ხელისუფლება აშშ-ს ხელისუფლებას აბრალებდა, რომ მას სურდა, საქართველოს ომში ჩართვა. ეს არის ჩვეულებრივი დეზინფორმაცია. ეს, რა თქმა უნდა, არის ძალიან გულსაკლავი მომენტი და ამიტომ, მე იმედი მაქვს, რომ ეს რიტორიკა შეიცვლება”, – ამბობს პაპუაშვილი.