მამა შალვა კეკელიამ რამდენიმე დღის წინ, 19 წლის გოგონას გარდაცვალებასთან დაკავშირებით ისაუბრა.
„19 წლის დაღუპულ გოგონას ავუგე წესი,„ ბასიანში“, ადგილი, ჯოჯოხეთი ჩვეულებრივი, სადაც მიიღო კლუბური ნარკოტიკი და გარდაიცვალა. ეს გოგო მოკლეს, ნარკოტიკით მოკლეს… ამაზე დღეს ხმას არავინ იღებს, არავინ არ საუბრობს. არავინ გამოძიებას არ აკეთებს, არც შესაბამისი უწყებები არც ტელევიზია. ეს ჟურნალისტები რომ ათას რამეს „იძიებენ“, ამაზე ხმას რატომ არავინ იღებს. ვინმემ გამოიძია ვისია ეს “ბასიანი“, ან აზარტული თამაშების ბიზნესი ვისია. ვინაა ეს ხალხი, რომელთა გამოისობითაც ამდენი ადამიანი თავს იკლავს. მშობლებს მინდა ვუთხრა, თქვენ შვილებს იქ როგორ უშვებთ? იმ სასაკლაოში როგორ უშვებთ შვილებს?” – თქვა მამა შალვა კეკელიამ “ერთსულოვნების“ ეთერში.