“ეს განსაკუთრებული ფორმაა” – მიქაუტაძეს ბოლოდროინდელი სტატისტიკა, რომელიც ყველაფერზე მეტყველებს

ერთა ლიგის პლეი-ოფის პირველ მატჩში, საქართველოს ნაკრებმა დისკვალიფიცირებული კაშიასა და კვარაცხელიას გარეშე გასვლაზე სომხეთი 3:0 დაამარცხა.
მორიგი ბრწყინვალე შეხვედრა ჩაატარა ჩვენი გუნდის ფორვარდმა გიორგი მიქაუტაძემ, რომელიც დუბლით გამოირჩა და ჯამში “ჯვაროსანთა” ფორმით 18 ზუსტი დარტყმა მოუგროვდა.
მატჩის შემდეგ ფრანგულმა გამოცემება მიქაუტაძის დიდებულ ფორმას კიდევ ერთხელ გაუსვეს ხაზი და მისი ბოლოდროინდელი სტატისტიკა დათვალეს.
madeingones.ouest-france.fr წერს, რომ ქართველი განსაკუთრებულ ფორმაშია და შესანიშნავ მაჩვენებლებს აფიქსირებს.
კლუბსა და ნაკრებში ჩატარებულ ბოლო 3 შეხვედრაში მიქაუტაძემ 5 გოლი გაიტანა და 4 შედეგიანი გადაცემა შეასრულა, ეს კი
სულ რაღაც 169 წუთში შეძლო.
ქართველი მატჩში შედეგიან ქმედებას (გოლი ან ასისტი) ყოველ 18,78 წუთში ასრულებს, რაც ბრწყინვალე სტატისტიკაა.

ასევე დაგაინტერესებთ

მთავრობის გადაწყვეტილებით, ზამთრის ოლიმპიადაზე ფიგურულ ციგურაობაში ვერცხლის მედლის მფლობელები – ლუკა ბერულავა და ანასტასია მეტელკინა, ნახევარ-ნახევარი მილიონი ლარის ოდენობის პრემიას მიიღებენ

ნანა დიხამინჯია: დავუშვათ, წინა ხელისუფლება სულელი იყო და 9 წლის განმავლობაში რაღაცა გააფუჭა. ისეთი რა გააფუჭა, რომ 14 წლის განმავლობაში ვერ გამოასწორეთ? 1000 სპორტის მასწავლებელი ვერ გაზარდეთ 14 წელიწადში