„ეს გამოძიება არის უბრალოდ თვალის ასახვევად”- ენმ-ს იურისტი

„ეს გამოძიება არის უბრალოდ თვალის ასახვევად, გამოძიებაც დაწყებულია ყველაზე მსუბუქი მუხლით. ლევან ხაბეიშვილმა თქვა, რომ ეს დაჯგუფება ჯერ მოაცილა და მერე გააცილა პოლიციამ. ასევე დიდი ეჭვია, რომ ეს ადამიანები არიან გდდ-ს თანამშრომლები. აქედან გამომდინარე არ მგონია, რომ გამოძიებამ დაადგინოს რამე, რადგან თვითონ არიან ორგანიზატორები და თვითონ არიან შემსრულებლები,“ – განაცხადა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ იურისტმა, ლაშა ტყეშელაძემ.
„ჩვენ ვნახეთ, რომ „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ თავს დაესხა წინასწარ ორგანიზებული ბანდიტური ჯგუფი სხვადასხვა ცივი იარაღებით – შუბები, ქვები და ა.შ. ლევან ხაბეიშვილმა თქვა, რომ ეს ადამიანები პოლიციამ მოაცილა და გააცილა, ეს გამოძიება კი დაწყებულია უბრალოდ თვალის ასახვევად, რადგან უამრავი კამერაა, რა უნდა დადგენას თუნდაც ერთი ადამიანის. დღემდე არცერთის ვინაობა არ არის დადგენილი და გამოძიებაც დაწყებულია ყველაზე მსუბუქი მუხლით, როდესაც გამოძიება უნდა დაიწყოს ბანდიტური, წინასწარ ორგანიზებული ჯგუფის მიერ თავდასხმით”,_ განაცხადა ლაშა ტყეშელაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

პეტრე ცისკარიშვილი – ხმა უნდა მივცეთ იმ ერთიანობას, რომელსაც აქვს ხედვა, გეგმა და საქართველოს წაიყვანს ევროპისკენ, კეთილდღეობისკენ, ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ – უარი უნდა ვუთხრათ სიღარიბეს და იზოლაციას

ზურაბ ჯაფარიძე – მივმართავ ახალგაზრდებს, გავიაზროთ სად ვიმყოფებით, წლების განმავლობაში ბევრი რამ შევძელით, დავიწყეთ საუბარი ევროკავშირთან, ნატო-სთან, თავისუფალი ვაჭრობა გვაქვს, ვიზალიბერალიზაცია, თუმცა ეს ყველაფერი “ ქართული ოცნების” პირობებში საფრთხის ქვეშ დგება