“ეს გადაწყვეტილება, პირველ რიგში, გზავნილია საქართველოს მოსახლეობისთვის” | ნიდერლანდების ელჩის მილოცვა ქართულ ენაზე

საქართველოში ნიდერლანდების ელჩი, მელინე არაკელიანი, ევროპული საბჭოს 14 დეკემბრის გადაწყვეტილებას ვიდეომიმართვით ეხმაურება და საქართველოს კანდიდატის სტატუსის მინიჭებას ქართულად ულოცავს.
არაკელიანი ამბობს, რომ საქართველოს მომავალი ევროპაშია და ნიდერლანდები განაგრძობ მხარდაჭერას ამ გზაზე.
“გილოცავ, საქართველო. ევროპის კავშირმა საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭება გადაწყვიტა. ეს გადაწყვეტილება, პირველ რიგში, გზავნილია საქართველოს მოსახლეობისთვის, რომ ჩვენ თქვენი ხმა გავიგონეთ და მივესალმებით თქვენს სწრაფვას, შეუერთდეთ ევროპულ ოჯახს. თქვენი მომავალი ევროპაშია. ევროკავშირის გადაწყვეტილება ძლიერი სტიმულია საქართველოსთვის, გააგრძელოს რეფორმები, ცხადად წარმოაჩინოს ევროპული ფასეულობებისადმი ერთგულება და ინკლუზიური, ერთიანი გზით შეასრულოს ევროკომისიის მიერ დადგენილი პირობები, რათა კიდევ უფრო წინ წაიწიოს ევროკავშირის მომავალი წევრობისკენ. ნიდერლანდები განაგრძობს საქართველოს მხარდაჭერას ამ გზაზე,” – ამბობს ნიდერლანდების ელჩი.
Congratulations, Georgia🇬🇪! Today we celebrate with you 🎉! 🇪🇺🇳🇱⁦@GovernmentGeo⁩ ⁦@GharibashviliGe⁩ ⁦@iliadarch⁩ ⁦@Zourabichvili_S⁩ ⁦@shpapuashvili⁩ ⁦@MakaB__⁩ @DutchMFA⁩ pic.twitter.com/zqtaMg9gxZ— Meline Arakelian (@melinearakelian) December 15, 2023
ასევე ნახეთ:
· საქართველო ოფიციალურად ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანაა
· “ევროპულმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, სთან და მოლდოვასთან გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები დაიწყოს” | მიშელი