,,ეს ბოროტება შენვე წაგლეკავს” – ვიკა ბუკია ნინო წილოსანს

ჟურნალისტი ნინო წილოსანს პარლამენტში გაკეთებული განცხადების შემდეგ ასე მიმართავს:
,,ნინო წილოსანი, შენ არც ღმერთის გწამს, არც სიკეთის, არც ადამიანის. ბოროტი ხარ და შემზარავად უგულო. მე ეს მეუცნაურება ადამიანში. ეს ბოროტება შენვე წაგლეკავს.”

ნინო წილოსანმა სახალხო დამცველ ლევან იოსელიანს ანგარიშის წარდგენის შემდეგ მიმართა:

,,მომესმა თუ ნამდვილად იმაზე იყო საუბარი, რომ ამ აქციების დროს პოლიციელების მხრიდან რაღაც მიუღებელი მოქმედება ხორციელდებოდა ჟურნალისტების მიმართ? იმიტომ, რომ მეუცნაურა ნამდვილად.

კვირების მანძილზე პოლიციელები იცავდნენ ამ ქვეყანას, ამ ქვეყნის სტაბილურობას და თითოეული მოქალაქის უსაფრთხოებას, სიმშვიდეს, მშვიდობიან ცხოვრებას, იცავდნენ იმას, რომ რევოლუცია არ მომხდარიყო, გადატრიალება არ მომხდარიყო, უდიდესი ზეწოლის, აღარ ვსაუბრობ იმაზე, პიროტექნიკა, ცეცხლსასროლი სხვადასხვა საშუალებები, ცივი იარაღი თუ სხვა საშუალებები, რაც გამოიყენებოდა და როგორც ხდებოდა პოლიციელებზე თავდასხმა, ამის მიღმა, ეს პოლიციელები უდიდესი ფსიქოლოგიური და ემოციური სტრესის წინაშე იყვნენ თითოეული დემონსტრანტის და მათ შორის იმ ჟურნალისტების მხრიდან, ვისზეც საუბრობთ. თუმცა არცერთი ფაქტი მე არ მინახავს, რომ პოლიციელების მხრიდან, ყოფილიყო რაიმე არაკორექტული, ან თუ რაღაც ერთეულ შემთხვევაზეა საუბარი, არ შეიძლება ეს იყოს განზოგადებული” – მიმართა ივანიშვილის დეპუტატმა,

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – უკრაინის ხელისუფლების მაღალჩინოსნები პირდაპირ ითხოვდნენ საქართველოსგან მეორე ფრონტის გახნას, ამას ადასტურებს დამატებით პოლონეთის ყოფილი პრეზიდენტის განცხადება

ირაკლი კობახიძე – მამუკა მდინარაძის ხელმძღვანელობით სუს-ი ფუნდამენტურად გაძლიერდება – ძალიან მალე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური იქნება ბევრად უფრო ძლიერი, ვიდრე იყო ერთი და ორი წლის წინ