“ეს ბიჭი განსხვავებულ ფეხბურთს თამაშობს” – ანრი პსჟ-ს მოთამაშით აღფრთოვანდა

მსოფლიო ფეხბურთის ლეგენდა და ამჟამად საფეხბურთო ექსპერტმა ტიერი ანრიმ, პსჟ-ს ნახევარმცველი ვიტინია შეაქო.
“ეს ბიჭი, ვიტინია, განსხვავებულ ფეხბურთს თამაშობს. როდესაც შეგიძლია მატჩის ტემპი, რიტმი აკონტროლო და ამავდროულად დაცვასაც დაეხმარო…
ის თუ როგორ აკონტროლებს თამაშს და რამხელა სამუშაოს ასრულებს, ეს განსხვავებული სპორტია”, – განაცხადა ტიერი ანრიმ პორტუგალიელ ნახევარმცველზე.
შეგახსენებთ, პსჟ ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში “ასტონ ვილას” დაუპირისპირდება, გუნდებს შორის პირველი შეხვედრა 8 აპრილს, საფრანგეთში, ხოლო განმეორებითი მატჩი 15 აპრილს, ბრიტანეთში გაიმართება.

ასევე დაგაინტერესებთ

მთავრობის გადაწყვეტილებით, ზამთრის ოლიმპიადაზე ფიგურულ ციგურაობაში ვერცხლის მედლის მფლობელები – ლუკა ბერულავა და ანასტასია მეტელკინა, ნახევარ-ნახევარი მილიონი ლარის ოდენობის პრემიას მიიღებენ

ნანა დიხამინჯია: დავუშვათ, წინა ხელისუფლება სულელი იყო და 9 წლის განმავლობაში რაღაცა გააფუჭა. ისეთი რა გააფუჭა, რომ 14 წლის განმავლობაში ვერ გამოასწორეთ? 1000 სპორტის მასწავლებელი ვერ გაზარდეთ 14 წელიწადში