კოალიცია ძლიერი საქართველოს ერთ–ერთი ლიდერი, ირაკლი კუპრაძე:
ეს ბიჭები არიან სახელმწიფო და არა 7000 ლარიანი ქურთუკით მდგომი თორნიკე რიჟვაძე
repost: #გურიისთვის
4.5 Საათიანი თავხედური ევაკუაციის ოპერცია წარმატებით დასრულდა. ავარიულ და რისკის შემცველ სახლში მყოფი 86 წლის ლამარა ბებო 1.5 კმ ციცაბო დაღმართში,გაუკვალავ თოვლში იმპროვიზებული სამაშველო ციგით გამოვიყვანეთ. სახლში რთული ვითარება დაგვხვდა.იყო ჭერის ჩამოქცევის რისკი. ამიტომ სასწრაფოდ სამაშველო ციგა კიბისგან და თუნუქისგან გავაკეთეთ. მოვათავსეთ ზედ ლამარა ბებო და დავეშვით დაბლა. გზა იყო ურთულესი,მაგრამ ეს გუნდი რომელიც ბათუმელი,ქუთაისელი და თბილისელი მოხალისეებისგან დაკომპლექტდა არცერთ გამოწვევას არ შეუშინდა. ლამარა ბებოს მალე ბათუმში გადაიყვანენ. ჩვენ ვფიქრობთ შემდეგში თავი შევიკავოთ მსგავსი ავანტურისგან და კიდევ დღეები ველოდოთ სახელმწიფო უწყებების რეაგირებას თუ დავრჩეთ თავზეხელაღებულებლად.
ძალა ერთობაში!
