“ეს არ იყო პირველი შემთხვევა” – რას ამბობს ნანუკა ჟორჟოლიანი გილაურის ფონდსა და არხის დატოვების მიზეზებზე

ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის ინფორმაციით, ნანუკა ჟორჟოლიანმა “მთავარი არხი” იმის გამო დატოვა, რომ მისთვის მიუღებელი იყო ს რეჟიმის პრემიერის, ნიკა გილაურის ფონდის გაპიარების და თავად ჟორჟოლიანის ფონდისთვის არასაკმარისი ყურადღების დათმობა.

როგორც ჟორჟოლიანი აცხადებს, ნანუკას არ სჭირდება პიარი, თუმცა საუბარია დამოკიდებულებაზე, რომ არხი არ შეიძლება იყოს მხოლოდ ერთი ფონდის, ან მხოლოდ ერთი ადამიანის და არ უნდა მოხდეს არხის დავიწროება.

“პიარი კი არ ჭირდება ნანუკას, აქ იყო საუბარი დამოკიდებულებაზე, რომ არხი არ შეიძლება იყოს მხოლოდ ერთი ფონდის, ან მხოლოდ ერთი ადამიანის აქ ამაზე იყო საუბარი. ნანუკას რაში ჭირდება პიარი, ნანუკას თავისი პლატფორმა აქვს, ნანუკას თავისი ინსტაგრამი აქვს. აქ არის საუბარი დამოკიდებულებაზე უბრალოდ. პიარდებოდა მხოლოდ და მხოლოდ გილაურის ფონდი.

არ შეიძლება იყოს კონცენტრაცია მხოლოდ ერთზე ან აქეთა მიმართულებით ან იქეთა მიმართულებით, არ შეიძლება ასე ჩაკეტვა სივრცის. ეს ფაქტი ნამდვილად იყო, მაგრამ ეს არ იყო პირველი შემთხვევა, რამაც გამოიწვია ის, რომ არ შეიძლება არხის დავიწროება“, – განაცხადა ნანუკა ჟორჟოლიანმა სატელეფონო ინტერვიუში.

ასევე დაგაინტერესებთ

ევროპული ბიუროკრატია მთლიანად დასცილდა ტრადიციულ ევროპულ ღირებულებებს, ამიტომ, ჩვენ უნდა შევინარჩუნოთ ეს პოლიტიკა – მხოლოდ ღირსებით, სხვანაირად ვერ დავიცავთ ჩვენს ეროვნულ ინტერესებს

ერთადერთი, ვინც საკუთარ ქვეყანაზე შეიძლება იყოს პასუხისმგებელი, ეს არის ხალხი და მის მიერ არჩეული ხელისუფლება, რომელმაც ბოლომდე უნდა დაიცვას საკუთარი დამოუკიდებლობა და სუვერენიტეტი, თუ ამას არ გააკეთებ, არ არსებობს მსოფლიოში არც ერთი ძალა, რომელიც შენს ინტერესებს, შენს მშვიდობას დაიცავს

შეიძლება, ვერ აბრუნებენ კოლექტიურ ნაცმოძრაობას ხელისუფლებაში, მაგრამ ცოტა ეკონომიკა შეაფერხეს, ცოტა სიძულვილი დათესეს, ცოტა საზოგადოება ააღელვეს, ამით უკვე კმაყოფილები არიან და ამ დავალებას ასრულებენ ის ადამიანები, რომლებიც 150-კაციანი ჯგუფის სახით გამოდიან რუსთაველზე