“ეს არ იყო კითხვა-პასუხის ფორმატის შეხვედრა” – ბიზნესს პრემიერისთვის კითხვები არ დაუსვამს

ბიზნესმენებს, რომლებიც დღეს პრემიერ-მინისტრ ს შეხვდნენ, -ის მიერ დაწესებული სავიზო და ფინანსური სანქციების ეკონომიკაზე გავლენაზე, მთავრობის მეთაურისთვის და მასთან ერთად მყოფი ეკონომიკური ბლოკის მინისტრებისთვის კითხვები არ დაუსვამთ.
„ეს არ იყო კითხვა-პასუხის ფორმატის შეხვედრა“ – ასე უპასუხა BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ სტუმრობისას აუდიტორული და ბიზნესსაკონსულტაციო კომპანია BDO-ს მმართველმა პარტნიორმა ზურაბ ლალაზაშვილმა წამყვანის შესაბამის კითხვას.
მისივე ინფორმაციით, “საქართველოს ბიზნესასოციაციის” მიერ ორგანიზებულ კონფერენციაზე – „როგორ შევინარჩუნოთ ეკონომიკური ზრდის მაღალი ტემპები” საუბარი, ძირითადად, მიმდინარე ეკონომიკურ შედეგებს შეეხებოდა.
– ძირითადად, რა კითხვები ჰქონდა მსხვილ ბიზნესს პრემიერთან?
– ეს არ იყო ფორმატი, რომელიც კითხვა-პასუხის რეჟიმს ითვალისწინებდა. პრემიერ-მინისტრის მიმართვის და BAG-ის ასოციაციის პრეზიდენტის {სოსო ფხაკაძე} მოხსენების მერე საქართველოს პრემიერმა შეხვედრა დატოვა. შემდეგ იყო პანელური დისკუსია, ბიზნესის წარმომადგენლების და მინისტრების მონაწილეობით, სადაც მათ გარკვეულ კითხვებს გასცეს პასუხი, თუმცა ეს არ იყო ფორმატი, სადაც ვინმე წამოდგებოდა, კითხვას დასვამდა {სანქციებზე} და პასუხს მიიღებდა…
– ეკონომიკური ბლოკის მინისტრების მისამართით არ ყოფილა კითხვები, რა რისკების წინაშე აყენებს ქვეყანას სანქციების ნაკადის გაგრძელება?
– არა, ამ თემებზე არ იყო საუბარი. კონფერენცია, ძირითადად, ორ თემას ეფუძნებოდა – საქართველოს ბიზნეს ასოციაციამ წარადგინა 2024 წლის მე-3 კვარტალის BAG ინდექსის კვლევის შედეგები და ასევე, „გალტ ენდ თაგარტმა“ წარმოადგინა მაკროეკონომიკური კვლევა და ამის ირგვლივ იყო საუბარი. სანქციებსა და მისგან გამომდინარე გამოწვევებზე საუბარი არ იყო.
– თქვენი აზრით, ამ სიტუაციაში, როდესაც „რუსული კანონის“ გამო, საქართველოს ევროინტეგრაცია შეჩერებულია, სავიზო და ფინანსური სანქციები უწესდებათ საკანონმდებლო თუ აღმასრულებელი ხელისუფლების წევრებს და ძალოვნებს, რამდენად მნიშვნელოვანია, ბიზნესმა თავისი ხმა გააგონოს მთავრობას მოსალოდნელ რისკებზე?
– ახლა ვართ წინასაარჩევნო პერიოდში და ვფიქრობ, მოგვისმინოს თუ არ მოგისმინოს მთავრობამ, ის ეტაპი გავლილია…. ზოგადად, ბიზნესსა და მთავრობას შორის ბევრი სხვადასხვა საკითხის განხილვა ხდება, მაგრამ კონფერენცია არაა ფორმატი, სადაც პოლემიკაში შევდივართ და დისკუსია იმართება ან გადაწყვეტილებებზე ვმსჯელობთ. ეს არის უფრო ინფორმაციის გაზიარება – რა ხდება, რატომ ხდება, რატომ აქვს ბიზნესს დადებითი მოლოდინები, მთავრობა რას და როგორ ფიქრობს, რა გათვლებია შემდგომი წლისთვის და ა.შ.
– ისე მთავრობის წევრებისთვის კითხვების დასმის ფორმატი რომ ყოფილიყო, რას ჰკითხავდით?
– ჩემთვის ყველაფერი ნათელია.
– რასაც აკეთებენ, ლოგიკა გესმით?
– მისაღებია თუ არა ჩემთვის, ეს მეორე თემაა, მაგრამ გასაგები არის… ასე რომ, დიდად კითხვები არ მექნებოდა.
რაც შეეხება თავად ზურაბ ლალაზაშვილის შეფასებას სავიზო და საფინანსო სანქციების მოსალოდნელ შედეგებზე, BDO-ს მმართველ პარტნიორი ფიქრობს, რომ სანქციების გაგრძელების შემთხვევაში, მის ნეგატიურ ეფექტს ქვეყანა უფრო საშუალო და გრძელვადიან პერიოდში იგრძნობს.

ასევე დაგაინტერესებთ