ეს არ არის სტიპენდია, ეს არის ჯილდო – ზურაბიშვილი მაკკეინის ინსტიტუტის სტიპენდიაზე

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი , გამოეხმაურა არიზონის სახელმწიფო უნივერსიტეტის (ASU) მაკკეინის ინსტიტუტის მიერ მის დასახელებას 2025 წლის კისინჯერის სტიპენდიატად. სალომე ზურაბიშვილის თქმით, ეს არის ჯილდო, რომლითაც განხორციელდება პროექტი.
“ეს არ არის სტიპენდია, ეს არის ჯილდო. მეორე მხრივ, ეს არის დაფინანსება პროექტის, რომელიც გვაძლევს საშუალებას, რომ ქართულ თემატიკაზე დაიწეროს პროექტი, რაზეც ჩვენ დავიწყებთ მუშაობს”, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
ცნობისთვის, სალომე ზურაბიშვილის კისინჯერის სტიპენდიატად დასახელებისას, მაკკეინის ინსტიტუტში განაცხადეს, რომ “ამ სტიპენდიის ფარგლებში, ზურაბიშვილი გამოიყენებს თავის უზარმაზარ დიპლომატიურ, ლიდერულ და პოლიტიკის შემუშავების გამოცდილებას ახალი სა და დემოკრატიული გზის გასატარებლად თავის ქვეყანაში“.

ასევე დაგაინტერესებთ

რევაზ კიკნაძე – სამი დღე-ღამე ვიყავი კარცერში – ყოველგვარი დასაბუთების გარეშე ჩამიყვანეს, თვითონ გადაამეტეს და მე ჩამიყვანეს კიდევ, ამათმა კარცერში კი არა, კუბოში რომ ჩამიყვანონ, ჩემზე თავისუფლები ვერ იქნებიან

ბიზნესმენ ლევან ჯანგველაძის მკვლელობის საქმეზე კიდევ ერთი პირის დაკავებაზე შსს განცხადებას ავრცელებს – უწყების ინფორმაციით, მას ბრალად ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგოდ გასაღება ედება