„ეს არ არის საფრთხე ჩვენთვის. ეს არის შესაძლებლობა, თუ გამოვიყენებთ“ – ნიკოლოზ ალავიძე ზანგეზურის დერეფნის პროექტზე

ზანგეზურის დერეფნის პროექტი საქართველოსთვის კონკურენციას ზრდის, თუმცა ეს შესაძლებლობაა და მისი გამოყენებისთვის საჭიროა რეფორმების განხორციელება. ასე აფასებს „კომერსანტთან“ ჩვენს ქვეყანაზე პროექტის გავლენას ანალიტიკური ცენტრი „ჯეოქეისის“ მრჩეველთა საბჭოს წევრი ნიკოლოზ ალავიძე. მისივე თქმით, ტვირთები ორ სატრანსპორტო ხაზზე – ზანგეზურსა და შუა დერეფანზე გადანაწილდება, რაც ერთის მხრივ ტვირთების ნაკადებს შეგვიმცირებს, მეორეს მხრივ კი რეგიონში მათ მოცულობას გაზრდის. ნიკოლოზ ალავიძე განმარტავს, რომ გაზრდილი კონკურენციის პირობებში ის დაწინაურდება, ვინც ტვირთების გადაზიდვას უკეთ უზრუნველჰყოფს, რადგან ეს კომერციული საქმიანობაა.
,,ეს კორიდორი თუ ამუშავდება გრძელვადიან პერიოდში, რა თქმა უნდა, ჩვენ წაგვართმევს ნაკადებს, მაგრამ მთლიანობაში გაზრდის ტვირთბრუნვას. ჩინეთიდან მომავალ ტვირთებზე მაქვს საუბარი, რომელმაც შუა დერეფანი უნდა გაიაროს. ნაწილი იქით გადამისამართდება. ჩვენი ქვეყნის კონკურენტული უპირატესობა არის მულტი მოდალურობა, თუმცა ეს კონკურენტული უპირატესობა მუშაობს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ხდება შესაბამისი ინვესტირება დარგში და ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება. როგორც საბაჟო პროცედურების, ასევე ინფრასტრუქტურის, რომ ტვირთების მოზიდვა, დამუშავება და გადატანა წავიდეს. იმიტომ, რომ საბოლოო ჯამში, ეს ყველაფერი არის კომერციული საქმიანობა. ტვირთის მესაკუთრეები და მიმღებები არიან ორიენტირებული მაქსიმალურად შეღავათიან ფასად, მაქსიმალურად ოპტიმალურ დროში მიიღონ დაზღვეულად დაუზიანებელი პროდუქტი. კონკურენციაში, ვინც ამ სერვისს კარგად უძღვება, კარგად ფუთავს და აკეთებს (დაწყებული სახელმწიფო სერვისებიდან, საბაჟო გამტარობა იქნება, თუ სახმელეთო თუ საზღვაო გადატვირთვა-გადმოტვირთა თუ დამუშავება) ის იქნება გამარჯვებული. მთლიანობაში გააჩენს კონკურენციას. გააჩენს ტვირთების მფლობელებისა და ტვირთების მიმღებებისთვის უფრო მეტ დაზღვევის მექანიზმს შექმნის. ალტერნატივა ყოველთვის კარგია. რაც გამოიწვევს ამ თეორიული ტვირთების რაოდენობის ზრდას. რაც საბოლოო ჯამში ჩვენთვის გაცილებით კარგი იქნება. იმ შემთხვევაში თუ ჩვენ მოვინდომეთ და ძალით არ დავაზიანეთ პროცესი. საჭიროა რომ გატარდეს და გაგრძელდეს რეფორმები, საჭიროა, რომ დაიხვეწოს სერვისები. საჭიროა, რომ გაუმჯობესდეს ინფრასტრუქტურა.”- აცხადებს ნიკოლოზ ალავიძე.
შუა დერეფანს ზანგეზურის დერეფანთან შედარებით უპირატესობა აქვს. საქართველოს ტვირთების საზღვაო გადაზიდვაც შეუძლია, რაც ზანგეზურის დერეფნით შეუძლებელია. აღნიშნული გზა ტვირთების მხოლოდ საავტომობილო და სარკინიგზო გადაზიდვებს განახორციელებს. უპირატესობაა არის ისიც, რომ ზანგეზურზე არსებული ინფრასტრუქტურა განვითარებას და ინვესტიციების განხორციელებას საჭიროებს, რასაც ნიკოლოზ ალავიძის შეფასებით სამი წელი დასჭირდება.
,,ზანგეზურზე იყო ორი გზა. ეს იყო საავტომობილო და სარკინიგზო. ორივე მოშლილია და ორივეს რეაბილიტაცია სჭირდება. მულტი მოდალობა ნიშნავს, რომ ჩვენი კორიდორით ტვირთების დამუშავება შესაძლებელია სარკინიგზო, სახმელეთო და საზღვაო გზით. თუ დავაპირისპირებთ ზანგეზურს, იქ შესაძლებელია მარტო სახმელეთო – საავტომობილო და სარკინიგზო გადაზიდვა, მაგრამ საზღვაო არა. (გემით მეტი მოცულობა შეიძლება გადაიზიდოს) საპორტო ინფრასტრუქტურით შავი ზღვიდან ჩვენ პირდაპირ შეგვიძლია როგორც თურქეთში, ასევე ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან ტვირთების გადაზიდვა (გვაკავშირებს პირდაპირი საზღვარი ზღვით) ეს უპირატესობაა. ჩვენ ასევე გვაქვს ევროპასთან ღრმა და ყოვლის მომცველი თანამშრომლობის შეთანხმება და თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება, რომელიც სომხეთს ჯერჯერობით შეზღუდული აქვს. ეს ჩვენი უპირატესობაა. ეს შესაძლებლობა ჩვენს წინ დევს. ეს არ არის საფრთხე ჩვენთვის. ეს არის შესაძლებლობა. თუ არ გამოვიყენებთ გამოიყენებს სხვა. ტვირთი ამ ორ კორიდორში როგორ გადანაწილდება იქნება დამოკიდებული კორიდორებში ჩართულ აქტორებზე და მხარეებზე. გეოგრაფიულად ეს კორიდორი გაცილებით უფრო მოკლეა ვიდრე შუა დერეფნის კორიდორი საქართველოს გავლით. ერთი ერთში რომ შევხედოთ, თეორიულად ჩვენთვის რა თქმა უნდა, კონკურენცია უფრო იძაბება, თუმცა ზანგეზურს გააჩნია ტვირთის მხოლოდ სახმელეთო გზით დამუშავების საშუალება. ეს კორიდორი ფიზიკურად რომ ამუშავდეს სჭირდება მინიმუმ სამი წელი. აქ საჭიროა ფიზიკური ინვესტიციები. შესაკვრელია ეს პროექტები, გასაკეთებელია ეს გზა თავიდან. საბჭოთა პერიოდში რაც არსებობდა რკინიგზა და სახმელეთო გზები იქ მოშლილია მთლიანად. აზერბაიჯანის მხარეს თავის ნაწილზე სახმელეთო გზა, საავტომობილო გზას, თუ არ ვცდები თითქმის ბოლომდე მიყვანილი აქვს, მაგრამ გასაგრძელებელია.”- აცხადებს ნიკოლოზ ალავიძე.
ანალიტიკური ცენტრი „ჯეოქეისის“ მრჩეველთა საბჭოს წევრი პროექტის განხორციელების გეოპოლიტიკურ ფაქტორებზეც საუბრობს. ნიკოლოზ ალავიძე ამბობს, რომ მოლაპარაკებების მაგიდასთან აზერბაიჯანისა და სომხეთის ლიდერების დასხდომა რეგიონისთვის დადებით შედეგებს გამოიტანს. პროცესში -ის ჩართულობა მნიშვნელოვანია. მისი თქმით, ამერიკის ელჩის განცხადება ერთი პირის სუბიექტურ მოსაზრებას არ წარმადგენს და ეს ამერიკის როგორც სახელმწიფოს სტრატეგიული ხედვაა რეგიონის მიმართ.
,,ის რომ პირდაპირ პირისპირ დასხდნენ ორი ქვეყნის ლიდერები ძალიან პოზიტიურია რეგიონისთვის. ჩვენ უნდა გვიხაროდეს ეს. ის რომ ჩაიხსნა , ესეც უნდა გვიხაროდეს. პირდაპირი განცხადება იყო აზერბაიჯანის პრეზიდენტის მხრიდან ამ ნაწილზე და ყველამ ვნახეთ რაც თქვა მან რუსეთის მონაწილეობაზე. უშუალოდ აშშ-ის ჩართვა, უშუალო მომლაპარაკებლის სურვილის გამოთქმა ძალიან ბევრის მეტყველია. ამერიკის ელჩის განცხადება არ არის ვიღაცა ერთი ადამიანის სუბიექტური განცხადება, ეს არის ამერიკის სახელმწიფოს განცხადება. ეს არის ამ ქვეყნის სტრატეგიული ხედვა რეგიონის მიმართ.“- აცხადებს ნიკოლოზ ალავიძე.