“ეს არ არის ის, რასაც დემოკრატიები აკეთებენ… იმედგაცრუებული ვართ” – თეთრი სახლის პრესსპიკერი

“ეს არ არის ის, რასაც დემოკრატიები აკეთებენ… იმედგაცრუებული ვართ”, – ამის შესახებ თეთრი სახლის პრესსპიკერმა კარინ ჟან-პიერმა ბრიფინგზე განაცხადა და “ქართული ოცნების” მიერ რუსულ კანონზე პრეზიდენტის ვეტოს დაძლევას გამოეხმაურა.
“იმედგაცრუებული ვართ იმის გამო, რომ საქართველოს პარლამენტმა დაძლია საქართველოს პრეზიდენტის ვეტო ანტიდემოკრატიულ „უცხო აგენტის“ კანონზე, თუმცა კენჭისყრა არ იყო მოულოდნელი. როგორც უკვე აღვნიშნე, ჩვენ ყველამ ვნახეთ ათიათასობით ქართველი, რომლებიც ამ კანონპროექტს გასულ კვირას აპროტესტებდნენ, რაც საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური საპროტესტო აქციაა. ჩვენ ვიცით, რომ ბევრმა ქართველმა ნათლად გამოხატა თავისი წინააღმდეგობა.
ეს კანონმდებლობა სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს მოსთხოვს, დარეგისტრირდნენ უცხოური ხელისუფლების აგენტებად უბრალოდ, მათი დაფინანსების 20 პროცენტის მიღების გამო. სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები მნიშვნელოვან როლს ასრულებენ დემოკრატიების შენარჩუნებაში და ამ ტვირთის შექმნა ძირს უთხრის მათთვის ამის შესაძლებლობას. სამოქალაქო საზოგადოების ჩახშობა არის ის, რასაც ავტორიტარული მთავრობები აკეთებენ. ეს არის განსხვავებული აზრისა ჩახშობის ინსტრუმენტი. ეს არ არის ის, რასაც დემოკრატიები აკეთებენ. ასე რომ, ჩვენ იმედგაცრუებული ვართ იმის ხილვით, რაც მოხდა,” – განაცხადა კარინ ჟან-პიერმა [საზოგადოებრივი მაუწყებლის თარგმანი]

ასევე დაგაინტერესებთ

პეტრას აუსტრევიჩუსი – საქართველოს მთავრობამ აღმოსავლური პოპულიზმის გზისკენ გადაუხვია – მოვუწოდებ ქართველ ხალხს, უარი თქვან რუსეთის მხრიდან სახიფათოდ დესტრუქციულ მანიპულაციაზე – თქვენ ევროპას ეკუთვნით