„ეს არ არის ის, რასაც დემოკრატიები აკეთებენ, ასე რომ, ჩვენ იმედგაცრუებული ვართ იმით, რაც მოხდა“ – თეთრი სახლი ე.წ. რუსულ კანონზე

„ვიტყვი, რომ იმედგაცრუებული ვართ იმის ხილვით, რომ საქართველოს პარლამენტმა დაძლია საქართველოს პრეზიდენტის ვეტო ანტიდემოკრატიულ „უცხოური აგენტების შესახებ“ კანონპროექტზე, მიუხედავად იმისა, რომ კენჭისყრა მოულოდნელი არ იყო“, – ამის შესახებ თეთრი სახლის პრესსპიკერმა, კარინ ჟან-პიერმა ბრიფინგზე განაცხადა, როდესაც უპასუხა შეკითხვას, რა არის პრეზიდენტ ს მესიჯი ქართველი ხალხის მიმართ.
„ჩვენ ვნახეთ, რომ ათიათასობით ქართველი აპროტესტებდა ამ კანონპროექტს გასულ კვირას, ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე დიდი პროტესტი საქართველოს ისტორიაში და ვიცით, რომ ბევრმა ქართველმა ნათლად გამოხატა თავისი წინააღმდეგობა. ეს კანონმდებლობა მოითხოვს, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები დარეგისტრირდნენ უცხოური მთავრობის აგენტებად, უბრალოდ დაფინანსების 20%-ის უცხოეთიდან მიღების გამო. სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები მნიშვნელოვან როლს ასრულებენ დემოკრატიის შენარჩუნებაში და ამ ტვირთის შექმნა ძირს უთხრის მათ ამის შესაძლებლობას. სამოქალაქო საზოგადოების ჩახშობა არის ის, რასაც აკეთებენ ავტორიტარული მთავრობები და ეს არის იარაღი და ტაქტიკა განსხვავებული აზრის ჩასახშობად. ეს არ არის ის, რასაც დემოკრატიები აკეთებენ, ასე რომ, ჩვენ იმედგაცრუებული ვართ იმის ხილვით, რაც მოხდა“, – აღნიშნა თეთრი სახლის პრესსპიკერმა.
პარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტზე პრეზიდენტის ვეტო დაძლია. ფრაქცია „ქართული ოცნების“ მიერ წარდგენილ და ს მიერ ვეტოდადებულ პროექტს 84 ხმით დაუჭირეს მხარი.
ipn.ge

ასევე დაგაინტერესებთ

„არჩევნების დღის მოახლოებასთან ერთად იზრდება დეზინფორმაციული კამპანია ოპოზიციისა და მათი მხარდამჭერი როგორც მედია ორგანიზაციების, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან“ – გივი მიქანაძე