ეს უნდა იყოს ჯერ საპარლამენტო და მერე ადგილობრივი –

ეს უნდა იყოს ჯერ საპარლამენტო და მერე ადგილობრივი –
ყოფილი პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ითხოვს, რომ ადგილობრივ არჩევნებთან ერთად საპარლამენტო არჩევნებიც დაინიშნოს.
როგორც მან დღეს პარლამენტთან გამართულ აქციაზე განაცხადა, ჯერ უნდა ჩატარდეს საპარლამენტო არჩევნები და მერე – ადგილობრივი ან ერთობლივად, საპარლამენტო და ადგილობრივი. ზურაბიშვილის თქმით, ამისთვის აუცილებელია ახალი წესები, რომელიც შეიქმნა წინააღმდეგობის პლატფორმის ფარგლებში.
„ალბათ, ყველა აპირებს, არჩევნებში მიიღოს მონაწილეობა, ოღონდ ეს არჩევნები უნდა იყოს ჯერ საპარლამენტო და მერე ადგილობრივი ან ბოლო-ბოლო, თუ სხვა არა, ერთობლივად, საპარლამენტო და ადგილობრივი. ამისთვის აუცილებელია და ამაზე ნუ დაიწყებთ ეჭვებს და ჭორაობას, აუცილებელია ახალი წესები, რომელიც შევქმენით წინააღმდეგობის პლატფორმის ფარგლებში და, რომელიც იქნება ჩვენი მიდგომები არჩევნებისთვის“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.
მისივე თქმით, საჭიროა ახალი არჩევნებისთვის მომზადება.
„აუცილებელია მზადება, რომ დამკვირვებლები, მთელი არმია მოვამზადოთ აქ და დღესვე, ეს უკვე დაწყებული უნდა იყოს. აუცილებელია, რომ დიასპორამ გამოიღვიძოს და დაიწყოს რეგისტრირება, რომ არ იყოს ბოლო წუთში მოუმზადებელი და დაგვიანებული. ეს მზადება არის საერთო, რომ ყველამ ერთად, ოპოზიციამ დაიცვას ყველას ხმა. ეს არის გამარჯვების ფორმულა და მე ამაში ვარ დარწმუნებული. ჩვენი მისატანია ბოლომდე“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

სადაც არ უნდა ცხოვრობდეს ადამიანი, ყველას უნდა ჰქონდეს თანაბარი პირობები და ძალიან მნიშვნელოვანია ინფორმირებული არჩევანის გაკეთება, ამისთვის მნიშვნელოვანია ქვეყანაში ჩამოსვლა თუნდაც ერთი დღით, საკუთარი თვალით იმის ხილვა, რა ხდება ქვეყანაში და ამის საფუძველზე ინფორმირებული არჩევანის გაკეთება

ანტიკორუფციული ფუნქციები მომავალშიც გადანაწილებული იქნება სხვადასხვა უწყებაზე, ეს არის – სუსი, პროკურატურა, აუდიტის სამსახური, საქართველოს მთავრობა თავისი სტრუქტურებით, 3-4 თვის განმავლობაში ძალიან ბევრი რამ გაკეთდა ამ უწყებების მიერ კორუფციასთან ბრძოლის თვალსაზრისით და ზუსტად იგივე უწყებები გააგრძელებენ ბრძოლას კორუფციის წინააღმდეგ

უსამართლო დამოკიდებულებას ვერ ექნება ვერავითარი გავლენა ქართველ საზოგადოებაზე, რომელსაც ძალიან დიდი სიბრძნე აქვს შეძენილი, როდესაც საზოგადოება ხედავს, რომ სრულიად უსამართლოა განცხადებები, ქმედებები ევროპული ბიუროკრატიის მხრიდან, ამას ვერავითარი