,, ეს , სულ მცირე, უცნაური იყო” – პესკოვი რუმინეთის არჩევნებზე

კრემლის პრესსპიკერმა, დმიტრი პესკოვმა “უცნაური” უწოდა რუმინეთის საპრეზიდენტო არჩევნებს, რომელშიც პროევროპელმა კანდიდატმა, ნიკუშორ დანმა გაიმარჯვა. პესკოვმა ასევე აღნიშნა, რომ პრორუს კანდიდატს, კალინ ჯორჯესკუს იძულებით არ მიაღებინეს არჩევნებში მონაწილეობა.
ჯორჯესკუმ 2024 წლის 24 ნოემბრის საპრეზიდენტო ს პირველი ტურის გამარჯვეებული იყო. თუმცა, შედეგები რუმინეთის საკონსტიტუციო სასამართლომ ანულირებულად გამოაცხადა მას შემდეგ, რაც გავრცელდა ინფორმაცია, რომ კოორდინირებულ ონლაინ კამპანიას აწარმოებდა, რათა ჯორჯესკუს გაემარჯვა.
“ეს არჩევნები, სულ მცირე, ძალიან უცნაური იყო. […] ვიცით იმ კანდიდატის ისტორია, რომელსაც გამარჯვების ყველაზე მეტი შანსი ჰქონდა. ყველანაირი გამართლების გარეშე, მას იძულებით მოახსნევინეს კანდიდატურა” – ამბობს პესკოვი.

ასევე დაგაინტერესებთ

მიხეილ სააკაშვილი – ჩვენ მოვახერხეთ შეუძლებელი და პირველებმა ყოფილი იმპერიის სივრცეში დავამტკიცეთ, რომ რუსეთის გარეშე ცხოვრება ბევრად უკეთესია – მე არ გავტყდები, არ შევეგუები და ვიბრძოლებ თქვენს და ჩემს გამარჯვებამდე

გზების დეპარტამენტი – ავტომაგისტრალებზე შეზღუდვების შესახებ ახალი საგზაო ნიშნები განთავსდა – 22 დეკემბრიდან შსს საშუალო სიჩქარის დიფერენცირებული კონტროლის მონაკვეთებში 80 კმ/სთ სიჩქარის გადაჭარბების დარღვევების ადმინისტრირებას იწყებს