„ეს არჩევნები მოგებული აქვს ოპოზიციას, მენდეთ, ვერ გააყალბებენ, გამორიცხულია – თუ მართალი არ გამოვდექი, სულ წავალ პოლიტიკიდანო!“ – ზაზა ბიბილაშვილი

ჭავჭავაძის ცენტრის დამფუძნებელი, :
„2016 წელს, ერთი ახალგაზრდა, მაგრამ უკვე მრავალ თანამდებობაზე ნამუშევარი, ღვაწლმოსილი პოლიტიკოსი ამბობდა, ეს მოგებული აქვს ოპოზიციას, მენდეთ, ვერ გააყალბებენ, გამორიცხულია – თუ მართალი არ გამოვდექი, სულ წავალ პოლიტიკიდანო!
ქოცებმა გააყალბეს. ის, ცხადია, არსად წასულა. 2016 წლის პარლამენტშიც იჯდა და 2020 წლისაშიც.
2020 წელს, მეორე, ასევე ახალგაზრდა და არანაკლებ ყველაფრისმცოდნე მოღვაწე ამბობდა – მენდეთ, წაგებული აქვს ივანიშვილს ეს არჩევნები, იმიტომ ცდილობს ახლა სასამართლოს და პროკურატურას დაეპატრონოს, რომ როცა პარლამენტს და მთავრობას დაკარგავს, სასამართლოს და პროკურატურის მეშვეობით შეინარჩუნოს კონტროლიო.
სერიოზულად ამბობდა ამას, პოლიტიკური პროცესების მართვაში ჩართული რესურსმრავალი პირი. მართლა. არ ვხუმრობ, ბერას მზემ!
იმაზე გამახსენდა, რომ გვაჩუმებდნენ – გაყალბებაზე წინასწარ ლაპარაკი არ შეიძლება, ნიჰილიზმის თესვაა, აქტივობას დააგდებსო. როცა ვპასუხობდით, თუ არაფერი ვთქვით და გაპრავებულად გააყალბა, რა ბიძინად ვიხლით მაგ აქტივობას თქო, არაო – მაღალი აქტივობის შემთხვევაში ვერ გააყალბებსო, გვენდეთო.
ხოდა, ხომ არ არის დრო, წინა პლანზე ის უბრალო ადამიანები გამოვიდნენ, ვინც ზურგის ტვინით ბევრად უკეთ გრძნობს საგანთა არსს, ვიდრე სახელმძღვანელოებითა და გაიდლაინებით ნამეცადინები ყოვლისმცოდნე “ლიდერები”, რომლებიც არასდროს იღებენ პასუხისმგებლობას საკუთარ შეცდომებზე?“

ასევე დაგაინტერესებთ