ეს არის ძალიან ტრაგიკული მოვლენა რადიკალური ოპოზიციისთვის, ვინაიდან მათ ხელიდან ეცლებათ ძალიან სერიოზული ბერკეტი სოციალური მედიის მართვის კუთხით

რა თქმა უნდა, ეს არის ძალიან ტრაგიკული მოვლენა რადიკალური ოპოზიციისთვის, ვინაიდან მათ ხელიდან ეცლებათ ძალიან სერიოზული ბერკეტი სოციალური მედიის მართვის კუთხით, – განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა. იგი ამგვარად გამოეხმაურა კომპანია Meta-ს გადაწყვეტილებას ფაქტების გადამოწმების პროგრამების გაუქმების შესახებ.
„ყველაზე მსხვილი ფაქტჩეკერი ორგანიზაციები ქალბატონი კინწურაშვილისა და სერგი კაპანაძის მფლობელობაში იყო. შეგახსენებთ, ეს ორივე პიროვნება იკავებდა ძალიან მაღალ თანამდებობას ბატონი სააკაშვილის მმართველობის – „ნაციონალური მოძრაობის“ დროს. შესაბამისად, რასაც ისინი ეწეოდნენ ინფორმაციის დაბლოკვის ან დამახინჯების კუთხით, რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი გამომდინარეობდა „ნაციონალური მოძრაობის“ პარტიული ინტერესებიდან. ძალიან რთულია, შეიტანო ეჭვი იმაში, რომ ისინი მიუკერძოებლად მოქმედებდნენ. შესაბამისად, ჩვენს მოსახლეობასაც ექნება იმის საშუალება, რომ ყველანაირი ინფორმაცია მიიღოს დამახინჯების გარეშე და შემდეგ უკვე თვითონ გააანალიზოს თავისი შეგნებით, თუ რომელი ინფორმაცია უფრო სანდოა. რა თქმა უნდა, ეს არის ძალიან ტრაგიკული მოვლენა რადიკალური ოპოზიციისთვის, ვინაიდან მათ ეცლებათ ხელიდან ძალიან სერიოზული ბერკეტი სოციალური მედიის მართვის კუთხით”, – განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.
კომპანია Meta ფაქტების გადამოწმების პროგრამას წყვეტს და თავის პლატფორმებზე, Facebook-სა და Instagram-ზე სიტყვის თავისუფლებაზე დაწესებულ შეზღუდვას აუქმებს. კომპანიის განცხადებით, ფაქტების შესამოწმებლად დამოუკიდებელ შემმოწმებლებს მიმართეს, „თუმცა, მოგვიანებით ნათელი გახდა, რომ ისინი პოლიტიკურად მიკერძოებულები არიან“.

ასევე დაგაინტერესებთ

საქართველოს არჩეული ხელისუფლების წინააღმდეგ შეთქმულების ავტორებს უილსონ-ზურაბიშვილი & Co პირველი “იაღლიში” მოუვიდათ, ჩვენი ხელისუფლების საერთაშორისო ბოიკოტირების მოწოდების მიუხედავად, საქართველოს თავდაცვის მინისტრი რამშტაინის შეხვედრაზე იჯდა

რამშტაინის შეხვედრაზე აშშ-ს მოქმედი თავდაცვის მდივანი თავის კოლეგებს დაემშვიდობა – ეს მისი ამ რანგში უკანასკნელი მონაწილეობა იყო, ხოლო ირაკლი ჩიქოვანი – მიესალმა, ეს მისი ამ რანგში პირველი მონაწილეობა იყო