ეს არის ძალაუფლების და ფინანსური აქტივების ვერ გაყოფის შედეგი, ახლა ეს ძალა ერთმანეთის ჭამაში გადაიღლება – “ნაციონალურ მოძრაობაზე”

“ნაციონალურ მოძრაობაში” მიმდინარე დაპირისპირება არასერიოზული და კომიკურია მმართველი გუნდისთვის. “ქართულ ოცნებაში” დარწმუნებული არიან, რომ ელექტორატის მოზიდვას ვერ შეძლებს. პარტიაში მიმდინარე შიდაგანხეთქილება კი, სახელისუფლებო გუნდის თქმით, “ნაციონალურ მოძრაობას” საბოლოოდ ჩამოშლის.
“ეს არის კლასიკური ბოლშევიზმის და მენშევიზმის იდეოლოგიური დაპირისპირება, ეს არის ძალაუფლების და იმ ფინანსური აქტივების ვერ გაყოფის შედეგი. ახლა ეს ძალა ერთმანეთის ჭამაში გადაიღლება. საქართველო მათით დიდი ხანია გადაღლილია. ეს პროცესი არის ქართული პოლიტიკისთვის და ქართული პოლიტიკური ლანდშაფტისთვის, საქართველოს ევროპული მომავლისთვის ძალიან კარგი და სასარგებლო იმიტომ, რომ ბოროტი უნდა მოცილდეს გზიდან საკუთარ ქვეყანას,” – აცხადებს პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე .

ასევე დაგაინტერესებთ

კახა ჯაფარიძე: ეს დაღესტანი მახაჩკალაა… როცა სისტემა ემსახურება ძალაუფლების შენარჩუნებას და რუსულ ჭაობში ჩათრევას, როგორც ეს რუსული გავლენის ყველა ქვეყანაში ხდება შედეგი ყოველთვის ერთი და იგივეა, ნგრევა და მსხვერპლი (ვიდეო)