“ეს არის არამარტო ისრაელის ბრძოლა ამ ბარბაროსების წინააღმდეგ, ეს არის ცივილიზაციის ბრძოლა ბარბარიზმის წინააღმდეგ”, – ამის შესახებ ისრაელის პრემიერმინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა.
“ჩვენს ქრისტიან მეგობრებს მსოფლიოს გარშემო, გილოცავთ შობას. შობა უნდა იყოს ყველა ადამიანისათვის კეთილი ნებისა და დედამიწაზე მშვიდობის დრო. ისე, ჩვენ არ გვაქვს მშვიდობა დედამიწაზე, არც ჩვენს ნაწილში და რა თქმა უნდა, ვერ ვხედავთ კეთილ ნებას ყველა ადამიანის მიმართ. ჩვენ ვხვდებით ურჩხულებს, რომლებიც კლავდნენ ბავშვებს მშობლების თვალწინ და მშობლებს შვილების თვალწინ, რომლებიც აუპატიურებდნენ და აჭრიდნენ თავს ქალებს, რომლებიც ცოცხლად წვავდნენ ბავშვებს, მძევლად აიყვანეს ჩვილები. ეს არის არამარტო ისრაელის ბრძოლაა ამ ბარბაროსების წინააღმდეგ, ეს არის ცივილიზაციის ბრძოლა ბარბარიზმის წინააღმდეგ. და მე ვიცი, რომ ჩვენ გვაქვს თქვენი მხარდაჭერა. მინდა მადლობა გადაგიხადოთ მხარდაჭერისთვის. მინდა მადლობა გადაგიხადოთ თქვენი ლოცვებისთვის. და მინდა დაგარწმუნოთ, რომ როგორც ერთად ვიდგებით, ჩვენ ისევე გავიმარჯვებთ. ჩვენ მოვიგებთ ამ ომს და დავიცავთ ჩვენს საერთო ღირებულებებს და ჩვენს საერთო მომავალს. მადლობა”. – ამბობს ნეთანიაჰუ.
დღესვე პრემიერმინისტრმა განაცხადა: “ისრაელი აფართოებს სამხედრო მოქმედებებს ღაზას სექტორში და გააგრძელებს ომს გამარჯვებამდე ეს ერთადერთი გზაა მძევლების დასაბრუნებლად, ჰამასის განადგურებისთვის და გარანტია იმისა, რომ ღაზა აღარ იქნება საფრთხე ისრაელისთვის.”