მშვენიერი, ნიჭიერი და მშვიდი – ასე ახასიათებენ თათია შარანგიას მეგობრები. თათია ქართველი პიანისტი და ტელეწამყვანია, რომელიც საზოგადოებამ წლების წინ ყოფილი პრეზიდენტის, ედუარდ შევარდნაძის ვაჟზე ქორწინების შემდეგ გაიცნო. თათია შარანგიასა და ლაშა შევარდნაძეს ქორწინებაში ორი შვილი, ედუარდი და ალექსანდრე შეეძინათ, თუმცა მათი ქორწინება დასრულდა.
თათია მუსიკალური კარიერის დასაწყისში, 14 წლის ასაკში, საფრანგეთში გაემგზავრა სასწავლებლად, რაც მისთვის საკმაოდ რთული პერიოდი იყო. მისი თქმით, მუსიკა მისთვის არა მხოლოდ პროფესია, არამედ მთელი ცხოვრებაა. ამის პარალელურად, თათია შარანგია საავტორო გადაცემის, “სთორის” წამყვანია და აქტიურად აგრძელებს თავის კარიერას ამ მიმართულებითაც.
თათია შარანგია წლების მანძილზე საკუთარი პირადი ცხოვრების შესახებ საჯაროდ საუბრობდა. მის ცხოვრებაში სამი ქორწინება იყო – ლაშა შევარდნაძეზე, სანდრო შელიასა და ჯარჯი თორაძეზე. ამჟამად თათია მარტოა და, როგორც თავად წერს, მისი პირადი ცხოვრება ახლა მისი სამი შვილია.
“ჩემს პირადზე იმდენი ვისაუბრე, ბევრი წლით გაჩუმება გადავწყვიტე. და, ზოგადადაც, გირჩევდით – პირადი იყოს პირადი. ორის ეკუთვნოდეს ორს. ყველას არ უხარია სხვისი ბედნიერება”, – წერს თათია შარანგია.
თათია შარანგიასა და ლაშა შევარდნაძის განქორწინების შესახებ ინფორმაცია 2013 წლის მარტის დასაწყისში გავრცელდა. გაყრის ინიციატორი თათია გახლდათ. ხმები მათ ოჯახურ უთანხმოებაზე მანამდეც ვრცელდებოდა. თათიასა და ლაშას ახლო მეგობრის ნაამბობის მიხედვით, თათია ოფიციალურად განქორწინებამდე ამერიკაში უცნობ ქართველთან ერთად ცხოვრობდა.
ლაშა შევარდნაძესა და თათია შარანგიას ორი ვაჟი ჰყავთ – ედუარდი და ალექსანდრე შევარდნაძეები.
თათიას მეორე ქმარი ბიზნესმენი სანდრო შელია იყო. მოგვიანებით სანდრო ერთ-ერთ ინტერვიუში ამბობდა, რომ ყოფილი ცოლის შვილები წინა ქორწინებიდან, ედუ და სანი,” ყოველთვის დარჩებიან მის ბიჭებად”.”ამას არაფერი შეცვლის. ასევე არაფერი შეცვლის ჩემს მეგობრობას ყოფილი მეუღლის ოჯახის წევრებთან, რომლებიც ჩემთვის ძალიან ახლობლები არიან. არავითარი ბარიერები აქ არ არსებობს.“
შელიას თქმით, წლების შემდეგ ამერიკიდან საკუთარ სამშობლოში სწორედ თათიას სიყვარულმა დააბრუნა და მისი თქმით, დაშორების მიუხედავად, ყოფილ ცოლთან მეგობრულ ურთიერთობას ინარჩუნებდა.
რეზონანსული იყო თათია შარანგიასა და ჯარჯი თორაძის ქორწინებაც, რომელიც ცოტა ხნის წინ დაშორებით დასრულდა. დაშორების მიზეზებზე თათიას საჯაროდ არ უსაუბრია და, როგორც თავად განმარტავს, პირად ცხოვრებაზე საჯაროდ საუბარს აღარ აპირებს. ცხოვრების ამ ეტაპზე ის პროფესიითა და შვილებით არის დაკავებული, მოგზაურობს და აქტიურია სოციალურ ქსელებშიც.
