“ეს არის ქვეყნის განადგურების 9 პუნქტიანი გეგმა” – კობახიძე ლელოს წინააღმდეგ

ირაკლი ისევ “ლელოს უპირისპირდება” და ამბობს:
მათ წარმოადგინეს 9 პუნქტიანი გეგმა, რომელიც ამ საკითხებს ეთმობა და მე ვიტყოდი, რომ ეს არის ქვეყნის განადგურების 9 პუნქტიანი გეგმა. არ ვაჭარბებ. იმიტომ, რომ ეს გამოიწვევს პირველ წელს ჩვენი ეკონომიკის 10%-ით შემცირებას, სხვადასხვა სექტორის განადგურებას და ა.შ. დღეს რომ არ ესწრებიან, ესეც მათ რადიკალიზმზე მეტყველებს. “ლელო” არის რადიკალური პოლიტიკური პარტია და რადიკალური ოპოზიცია, ეს არის არა შეურაცხმყოფელი ეპითეტი, არამედ ეს არის ის ტერმინი, რომლიც ოპოზიციის პოზიციას ასახავს. სამწუხაროდ, ეს ასეა”.
სხდომას ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა თავმჯდომარეობს. შეხვედრას არ ესწრებიან პარტია “ლელოსა” და “საქართველოსთვის” დეპუტატები.

ასევე დაგაინტერესებთ

მაკკეინის ინსტიტუტი შეფასებას აქვეყნებს, სადაც სხვა საკითხებთან ერთად, „ქართული ოცნების“ ლიდერების სანქცირებასა და რამდენიმე ქართული NGO – ს მხრიდან ვიზალიბერალიზაციის შეჩერების მოთხოვნაზეა საუბარი