,,ეს არის ქარიშხალი ჭიქაში. პრობლემას ვერ ვხედავ ეროვნული გამოცდების პროგრამის გამარტივებაში’’ – თამარ მოსიაშვილი

,,ეს არის ქარიშხალი ჭიქაში. პრობლემას ვერ ვხედავ ეროვნული გამოცდების პროგრამის გამარტივებაში’’ – თამარ მოსიაშვილი
,,ეს არის ქარიშხალი ჭიქაში. პრობლემას ვერ ვხედავ ეროვნული გამოცდების პროგრამის გამარტივებაში’’ თამარ მოსიაშვილი ეროვნული გამოცდების პროგრამიდან ლიტერატურული ნაწარმოებების ამოღებაში პრობლემას ვერ ხედავს განათლების სპეციალისტი თამარ მოსიაშვილი. ის ,,კომერსანტთან’’ საუბარში აღნიშნავს, რომ ამ ცვლილების ირგვლივ შექმნილ ემოციურ პათოსს არ იზიარებს. განათლების ექსპერტი განმარტავს, რომ მოსწავლეები ქართულ ლიტერატურას პირველიდან მეთორმეტე კლასის ჩათვლით სწავლობენ და ეს ცვლილება ახალი თაობის განათლების ხარისხზე არ იმოქმედებს.
,,ეს არის ქარიშხალი ჭიქაში, რადგან ბავშვები ქართულ ლიტერატურას სწავლობენ პირველი კლასიდან თორმეტი კლასის ჩათვლით. ქართული ლიტერატურის ცოდნა არ უკავშირდება ეროვნული გამოცდების პროგრამას. ამ პროგრამაში ცხადია, ვერ შევა ყველა ნაწარმოები. ჩვენ ცხადია, გვაქვს ძალიან მდიდარი ქართული ლიტერატურა. ახლანდელ პროგრამაში შემცირებულია ნაწარმოებების ჩამონათვალი. როგორც განათლების სპეციალისტმა, შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენთვის შეიძლება გაცილებით მნიშვნელოვანი იყოს, როგორ შეუძლია მოსწავლეს ლიტერატურული ნაწარმოების ანალიზი და მხოლოდ ამ უნარის შეფასება ეროვნულ გამოცდებზე. ეროვნული გამოცდები ისეთ რგოლად გვაქვს მიჩნეული, რომელიც პრაქტიკულად ყოფს და მიჯნავს სკოლასა და უნივერსიტეტს. ამ გამარტივებას ვერ ვუკავშირებ იმ ფაქტს, რომ მომავალი თაობები ნაკლებად პატრიოტები იქნებიან, რადგან ქართული ლიტერატურა ძალიან მდიდარია და ტოლს არ უდებს ძალიან ბევრი ქვეყნის ლიტერატურას (თუ არ აღემატება თავისი სიღრმით და მნიშვნელობით) ჩვენ ამ ლიტერატურაზე ვიზრდებით. ეს ლიტერატურა აყალიბებს პიროვნებას, მაგრამ პრობლემას ვერ ვხედავ საგამოცდო ტესტის გამარტივებასა და ამ საკითხის ნეგატიურ გავლენაზე ჩვენს თაობაზე. არ ვიზიარებ ამ ემოციურ პათოსს.’’- აცხადებს თამარ მოსიაშვილი.