„ეს არის ქართული კანონი, მე ქართველ ახალგაზრდებს მხარს ვუჭერ და ჩვენი სუვერენიტეტისთვის ვდგავარ აქ” – ცოტნე ივანიშვილი

“ქართული ოცნების” ახალგაზრდული ორგანიზაციების წარმომადგენლების, სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებისა და აქტივისტების მსვლელობას ს უმცროსი შვილი, ცოტნე ივანიშვილიც შეუერთდა. როგორც ცოტნე ივანიშვილი ამბობს, ის ქართველი ახალგაზრდების მოთხოვნას მხარს უჭერს და მათ გვერდით დგას.
“ეს ქართული კანონია და აუცილებლად უნდა დავუჭიროთ მხარი. ჩემი პოზიცია მინდა დავაფიქსირო, რომ ეს არის ქართული კანონი, მე ქართველ ახალგაზრდებს მხარს ვუჭერ და ჩვენი სუვერენიტეტისთვის ვდგავარ აქ,” – ამბობს ცოტნე ივანიშვილი “კურიერთან” საუბრისას.

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა პაპუაშვილი – ბრიუსელი ვიზას წარმოაჩენს როგორც წყევლას, თითქოს წყევლა იყოს ვიზის აღება – ასე დაწყევლილები ვართ მაშინ ბრიტანეთისგან, ირლანდიისგან, აშშ-სგან! არის ვიზის საჭიროება? – ავიღებთ ვიზას