“ეს არის ფასდაუდებელი ინფორმაცია – მოგიყვებით, როგორ გავუკეთოთ ქალაქს პარალიზება” – ნინო ჯანგირაშვილი

მოგიყვებით, როგორ გავუკეთოთ ქალაქს პარალიზება: გუშინ აღწერეს ფეისბუქზე დეტალურად, რატომ იდგა გუშინ ქალაქი რამდენიმე საათი, ჯანაშია–მელიქიშვილის კუთხეში მოხდა ერთი ავარია, თურმე, მეორე მოხდა კოსტავა–ჭონველიძის კუთხეში. ამით ვაკეს შეგვიძლია გავუკეთოთ პარალიზება. მეორე – ლაგუნაზე დადგა მანქანა ავარიულად. და ვახუშტის ხიდზე იდგა ერთი მანქანა ავარიული ფარებით. მთელი ქალაქი ჯაჭვური რეაქციით მიყვა და გჩერდა. ნახეთ, რა მარტივი ყოფილა, მთელი ცენტრალური თბილისი, ვერა, ვაკე, საბურთალო მიყვა ამას, დიდუბე ისედაც შავ დღეშია, დიღომი რატომ გაცერდა ზუსტად არ ვიცი, სავარაუდოდ, აქ რომ ყველაფერი გაჩერდა, დიღომი ვეღარ შემოეკვეხა აქეთ. რა ვიცი, ძალიან საინტერესო ინფორმაციაა, ათასი რადიკალები ვართ ამ ქვეყანაში და თუ რამე რომ დაგვჭირდეს ქალაქის პარალიზება, ყოფილა ძალიან მარტივი. ლაგუნასთან და ვახუშტის ხიდზე მანქანა ავარიულებით და ჯანაშიას და ჭონველიძის კუთხეში, რაიმე პატარა ინციდენტი და მთელი ქალაქი დგას რამდენიმე საათი. ეს არის ფასდაუდებელი ინფორმაცია და უნდა გვქონდეს.