“ეს არის უკუსვლა, რომელზეც ევროკავშირს ექნება პასუხი” – ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი

ესტონეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი, პრეზიდენტ ზურაბიშვილთან შეხვედრის შემდეგ ამბობს:
“ჩვენ აქ არ ჩამოვსულვართ იმისთვის რომ ლექცია ჩაგიტაროთ რა უნდა გააკეთოს ქართველმა ხალხმა, არა, ვინაიდან დემოკრატიულ სახელმწიფოებში სადაც არჩევნები ტარდება, არჩევნები სწორედ ამისთვის არის და მე მჯერა, რომ ქართველმა ხალხმა იცის რა არის მათი მომავალი, როგორი მომავალი უნდათ ჰქონდეთ მათ. ჩვენ აქ ჩამოვედით როგორც თქვენი მეგობრები, რეალური მეგობრები და არა ადვოკატირების მიზნით, არამედ უბრალოდ ფაქტების გაჟღერებისთვის. ჩვენ ვიცით, რომ ს მეზობლად ცხოვრება ძალიან საშიში მდგომარეობაა… ყველა მეზობელი ქვეყანა რუსეთმა დააყენა საფრთხის წინაშე, სად ვიყოთ, უფრო თავისუფლებისკენ თუ რუსეთის მხარე დავიჭიროთ, ეს არის არჩევანი რომელიც გაქვთ. მე დღეს აქ ვიმყოფები, ვინაიდან ესტონეთს რეალურად ადარდებს საქართველო, ისტორიულად და დღესაც, ჩვენ გვადარდებს ქართველი ხალხის ბედი, ჩვენ საუკეთესო მეგობრები ვართ საქართველოსთვის, ისტორიულად და თქვენ ეს ყველამ იცით. ჩვენ საქართველოს რეფორმებს მხარს ვუჭერდით ათწლეულების განმავლობაში და ჩვენ ვიზიარებთ იმ შეხედულებებს, რომ საუკეთესო განვითარება ქვეყნისთვის არის ევროკავშირში გაწევრიანება. ეს კანონი არღვევს ადამიანის უფლებებს და სამოქალაქო თავისუფლებას და ყველაფერს, იმას რაზეც დგას ევროკავშირის ღირებულებები, ეს კანონი არის სიმბოლო, სიმბოლო არჩევანის რუსეთსა და ევროკავშირს შორის. ეს კანონპროექტი უფრო აშორებს საქართველოს ევროკავშირის გზიდან, ეს არის უკუსვლა, რომელზეც ევროკავშირს ექნება პასუხი”

ასევე დაგაინტერესებთ