ეს არის უდიდესი უტიფრობა, როდესაც მიხეილ სააკაშვილს პოლიტპატიმრად მოიხსენიებ, ადამიანს, რომელმაც დაიმკვიდრა თავისი სახელი და ადგილი ქართულ რეალობაში, როგორც სისხლიანმა მმართველმა

ეს არის უდიდესი უტიფრობა, როდესაც მიხეილ სააკაშვილს პოლიტპატიმრად მოიხსენიებ, ადამიანს, რომელმაც დაიმკვიდრა თავისი სახელი და ადგილი ქართულ რეალობაში, როგორც სისხლიანმა მმართველმა
ეს არის უდიდესი უტიფრობა, როდესაც მიხეილ სააკაშვილს პოლიტპატიმრად მოიხსენიებ,- ასე უპასუხა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ და პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა, მ, საპარლამენტო უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე ჟურნალისტის შეკითხვას, პოლიტიკური ოპონენტების მიერ ექსპრეზიდენტ, ს, პოლიტპატიმრად მოხსენიებასთან დაკავშირებით.
მდინარაძის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილმა, რომელმაც დაიმკვიდრა თავისი სახელი და ადგილი ქართულ რეალობაში, როგორც სისხლიანმა მმართველმა, შეუძლებელია ვინმემ პოლიტპატიმარი უწოდოს.
„ადამიანს, რომელმაც დაიმკვიდრა თავისი სახელი და ადგილი ქართულ რეალობაში, როგორც სისხლიანმა მმართველმა, რომელიც მწვანე შუქს, თავისი ანტისახელმწიფოებრივი და სამშობლოს წინააღმდეგ აგენტურული მოქმედებებით უნთებდა – გაუპატიურებას ქალისას, კაცისას, მკვლელობას, ბიზნესის რეკეტს, ძალადობას, შიშს, ტერორს, ტელევიზიების და თავისუფალი სიტყვის ჩახშობას და მისაკუთრებას, ამ ადამიანს, შუბლის ძარღვის გაწყვეტაც კი არ შველის , რომ პოლიტპატიმარი დაუძახო, შეუძლებელია, ის ადამიანი, როგორ ბედავს, თუ როგორ ფიქრობს, რომ ეს გააკეთოს სააკაშვილს პოლიტპატიმარი დაუძახოს, ეს მეორე შესაძლებლობაა, რაც ჩვეულებრივ ნორმალურ ადამიანს თუ ობიექტურობის განცდის მაგვარი რაღაც აქვს, მე ვერ წარმომიდგენია,“-განაცხადა მ.

ასევე დაგაინტერესებთ

ესენი ის ადამიანები არიან, ვინც საქართველოს ჯარს ომის დაწყება დააბრალეს, რეზოლუციაში ასახეს და ხელიც მოაწერეს. უცხო არ არის საქართველოს წინააღმდეგ ასეთი ტიპის გალაშქრება და დღესაც, უაპელაციოდ აცხადებენ, რომ საქართველომ მომწამვლელი ნივთიერება გამოიყენა

გაეროს რეზოლუციის მხარდაჭერა კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საქართველო პრაქტიკული ნაბიჯებით დგას უკრაინას გვერდში – სამწუხაროა, რომ გაწვდილ მეგობრობის ხელს უკრაინა ხშირ შემთხვევაში არ იმჩნევს