ეს არის სწორედაც რომ დაკვეთის შესრულება, რომ ამით ნიადაგი შეამზადონ დამსჯელი ზომებისთვის

ეს არის სწორედაც რომ დაკვეთის შესრულება, რომ ამით ნიადაგი შეამზადონ დამსჯელი ზომებისთვის
ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე სოციალურ ქსელში, ორგანიზაცია „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“-ს მიერ გამოქვეყნებულ სიას ეხმაურება, სადაც „პრესის თავისუფლების მტაცებელთა“ 2025 წლის 34-კაციან ჩამონათვალში ბიძინა ივანიშვილი მოხვდა და აღნიშნავს, რომ „მათ მიერ შედგენილი “მედიის მიმტაცებელთა” სია, სადაც ელონ მასკსა და ვიქტორ ორბანთან ერთად ბიძინა ივანიშვილიც შეიყვანეს, არის სწორედაც რომ დაკვეთის შესრულება, რომ ამით ნიადაგი შეამზადონ დამსჯელი ზომებისთვის.“
ანალიტიკოსის შეფასებით, სწორედ 2012 წლის შემდეგ ჩაისუნთქა სააკაშვილის რეჟიმის მიერ სუნთქვაგადაკეტილმა მედიამ თავისუფლების ჰაერი. ზოგიერთმა იმდენად ღრმად, რომ დაუკრეფავში გავიდა.
„ორგანიზაციას “რეპორტიორები საზღვრებს გარეშე” თამამად შეგვიძლია ვუწოდოთ რეპორტიორები ჭკუის და სინდისის გარეშე. რატომ? იმიტომ რომ ნებაყოფლობით უარი თქვეს იმ მისიის შესრულებაზე, რისთვისაც დაარსდნენ, და გადავიდნენ “deep state” და მსგავსი ძალების დაკვეთების შესრულებაზე. მათ მიერ შედგენილი “მედიის მიმტაცებელთა” სია, სადაც ელონ მასკსა და ვიქტორ ორბანთან ერთად ბიძინა ივანიშვილიც შეიყვანეს, არის სწორედაც რომ დაკვეთის შესრულება, რომ ამით ნიადაგი შეამზადონ დამსჯელი ზომებისთვის. არადა, ყველა კარგად ხედავს რომ სწორედ 2012 წლის შემდეგ ჩაისუნთქა სააკაშვილის რეჟიმის მიერ სუნთქვაგადაკეტილმა მედიამ თავისუფლების ჰაერი. ზოგიერთმა იმდენად ღრმად, რომ დაუკრეფავში გავიდა.“ – წერს ანჯაფარიძე.

ასევე დაგაინტერესებთ

დავით ქართველიშვილი ცისტური ფიბროზის მქონე პაციენტების მკურნალობის პროგრამაზე: ჯანდაცვის სისტემის ეფექტიანობა პროგრამის მასშტაბურობით კი არა, სახელმწიფოს უნარით იზომება, არ დატოვოს მედიცინის მიღმა ათეულობით ოჯახი მხოლოდ იმიტომ, რომ მკურნალობა ძვირადღირებულია

ირაკლი კობახიძე – 2012 წლის შემდეგ სასამართლო სისტემაში განხორციელდა ცვლილებები, სოციოლოგიური კვლევების თანახმად, სასამართლოს მიმართ ნდობა არის ფუნდამენტურად გაზრდილი, ეს არის ობიექტური მოცემულობა