ეს არის რადიკალური დაჯგუფება, მავნებლები, რომლებიც ებრძვიან ქართულ სახელმწიფოებრიობას – კახა კალაძე რადიკალური ოპოზიციის წერილზე

არაერთხელ გვითქვამს, რომ ეს არის რადიკალური დაჯგუფება, მავნებლები, რომლებიც ებრძვიან ქართულ სახელმწიფოებრიობას. ესენი არიან ადამიანები, ვინც ბრიუსელში დარბოდნენ მაშინ, როდესაც საქართველო ასოცირების ხელშეკრულებას აწერდა ხელს და ჰქონდათ მცდელობა, ეს პროცესი შეეჩერებინათ. ასევე, კაბინეტებში დარბოდნენ, რომ ვიზალიბერალიზაციის პროცესი გაჩერებულიყო და არ მომხდარიყო აღნიშნული გადაწყვეტილება, – ასე შეაფასა, „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, თბილისის მერმა, მ, რადიკალური ოპოზიციის მიერ ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებისთვის საიდუმლოდ გაგზავნილი წერილი.
კახა კალაძის განცხადებით, მართალია, ოთხმა ოპოზიციურმა პარტიამ ანტისახელმწიფოებრივი წერილი საიდუმლოდ გაგზავნა, თუმცა, აღნიშნული წერილი ხელისუფლებას მათივე პარტიის წარმომადგენლებმა მიაწოდეს. „მინდა შევეხო ახლახან გავრცელებულ ინფორმაციას, რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლებმა, ოთხმა პარტიამ – „ნაციონალურმა მოძრაობამ“, „ახალმა“, „ლელომ“ და „გახარია – საქართველოსთვის“, ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებს ანტისახელმწიფოებრივი წერილი გაუგზავნეს. გაუგზავნეს, რაც მთავარია, საიდუმლოდ, რომ ეს არ იყოს საჯარო, თუმცა, ჩვენ მათივე პარტიის წარმომადგენლებმა მოგვაწოდეს აღნიშნული წერილი, სადაც წერია, ვციტირებ:
„გადაიდოს საქართველო-ევროკავშირის ასოცირებული საბჭოს შეხვედრები, შეჩერდეს ყველა მაღალი დონის პოლიტიკური დიალოგი, გაიყინოს ტექნიკური თანამშრომლობის მექანიზმები, შეჩერდეს 120 მილიონი ევროს ოდენობის ყოველწლიური ფინანსური დახმარების გამოყოფა საქართველოსთვის და ეს თანხები გადანაწილდეს არასამთავრობო ორგანიზაციებსა და ე.წ. დამოუკიდებელ მედიაზე, შეიქმნას სამოქალაქო ორგანიზაციების პირდაპირი დაფინანსების მექანიზმი.“ ეს მოთხოვნები იკითხება ამ ანტისახელმწიფოებრივ წერილში.
რადიკალები საპარლამენტო ს არალეგიტიმურად გამოცხადებას და საქართველოსთან ყველა დონეზე ურთიერთობების შეჩერებას მოითხოვენ. ევროკავშირის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებისთვის გაგზავნილ ანტისახელმწიფოებრივ წერილში ისინი მოუწოდებენ ევროკავშირს რომ 30 დღის განმავლობაში დააინიცირონ სპეციალური მისია საქართველოში.“ – აღნიშნა კალაძემ. როგორც მან აღნიშნა, ეს ნაბიჯი კიდევ ერთი დადასტურებაა იმისა, რომ რადიკალური ოპოზიციის განცხადებული პოლიტიკა საკუთარი ქვეყნისა და მოსახლეობის ღალატია. მისივე თქმით, ხელისუფლება როგორც აქამდე არ უშვებდა მათი გეგმების განხორციელებას, ისევე არ დაუშვებს მომავალშიც.
„კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით გვახსოვს, რა განცხადებები კეთდებოდა, პირდაპირ მოწოდებები, რომ საქართველო თითქოს არ იმსახურებდა კანდიდატის სტატუსს. ჩვეულებრივი მოღალატეები არიან, მათი პოლიტიკა გაჯერებულია სიძულვილით, ანტისახელმწიფოებრივი ქმედებებით და ამ ყველაფრის შეფასება ისევ საქართველოსთვის მიმინდვია. ბევრჯერ მითქვამს და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, არავისთვის არის უცხო თუ როგორ ოპოზიციურ ძალასთან გვაქვს საქმე – ქვეყნის და საკუთარი მოსახლეობის ღალატი მათი გაცხადებული პოლიტიკაა და ეს არის ყოველდღიურობა.
რასაკვირველია, როგორც აქამდე, არც აწი დავუშვებთ ჩვენ მათი გეგმების განხორციელებას. დღეს, ხელისუფლება, რომელსაც აქვს მოსახლეობის უდიდესი ნაწილის სრული მხარდაჭერა, არის ძლიერი და შესწევს უნარი, დაიცვას ქვეყანა არეულობისაგან, აქვს იმის ძალა, რომ ქვეყანაში შეინარჩუნოს მშვიდობა, მიუხედავად შემოტევებისა, მიუხედავად მუქარებისა, დაიცვას საქართველოს ეროვნული ინტერესი, დაიცვას ქვეყნის დამოუკიდებლობა, სუვერენიტეტი და რა თქმა უნდა, მოახდინოს ქვეყნის ეკონომიკური გაძლიერება, აღმშენებლობა და წინსვლა. კიდევ ერთხელ მინდა, მადლობა გადავუხადო ჩვენს მხარდამჭერებს, რომ მხარი დაუჭირეს „ქართულ ოცნებას“ და იმ პოლიტიკას, რომელიც ჩვენი მხრიდან არის გაცხადებული.“ – განაცხადა კახა კალაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ