ეს არის პოლიტიკური ძალა, რომელიც დაცლილია არამც თუ პოლიტიკური, არამედ მთლიანი ყოფითი მორალისგან – მიხეილ სარჯველაძე ენმ-ზე

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” მხრიდან “ვარდების რევოლუციის” 20 წლისთავის აღნიშვნას აკრიტიკებს მმართველი გუნდი. უმრავლესობაში ამბობენ, რომ ყოფილი სახელისუფლებო პარტიის მმართველობის 9 წლიანმა რეჟიმმა უამრავი ოჯახი დააზიანა, ამიტომ ამ თარიღის აღნიშვნა პოლიტიკურად და მორალურად გაუმართლებელია.
“იმ ხალხმა, ვინც ზეიმს აპირებს ამასთან დაკავშირებით, საკუთარ თავს დაუსვან პირველ რიგში კითხვა რამდენად მორალური უფლება აქვს, რომ იზეიმონ ეს თარიღი, იმის გათვალისწინებით თუნდაც, რამდენად ეზეიმება მაგალითად გირგვლიანის ოჯახს. 2012 წლის შემდეგ არაერთი ნიანგის ცრემლი ვიხილეთ “ნაციონალური მოძრაობის” მესვეურთა მხრიდან, რომლებიც ამბობდნენ თითქოს აღიარებენ და განიცდიან იმ პრობლემებს, რომლებიც შექმნეს საკუთარი მმართველობით. ეს არის პოლიტიკური ძალა, რომელიც დაცლილია არამც თუ პოლიტიკური არამედ მთლიანი ყოფითი მორალისგან,” – აცხადებს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე.
ავტორი: მაკა გოგებაშვილი

ასევე დაგაინტერესებთ

ელჩის საქმე არ არის ჩაერიოს დამოუკიდებელი სასამართლოს საქმიანობაში. თუ აქამდე ცდილობდნენ რამენაირად შეეფუთათ დამოკიდებულება და თავიანთი გავლენების გაზრდის მცდელობები, ახლა ესეც აღარ ხდება

საქართველოს მართლმადიდებლურ ეკლესიაზე თავდასხმები ახლა არ დაწყებულა. მისი მიზანია, ქვეყანაში არ არსებობდეს ინსტიტუცია, რომელსაც მხარს დაუჭერს ხალხი, რომელსაც მოუსმენს და დაეყრდნობა – არჩილ გორდულაძე