“ეს არის პირველ რიგში ქართველი ხალხის და იმ გუნდის დამსახურება, რომელსაც „ქართული ოცნება“ ჰქვია,” – განაცხადა მედიასთან თბილისის მერმა კახა კალაძემ და ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებას ეხმაურება.
„როდესაც იყო პირველი გადაწყვეტილება მიღებული უკრაინასთან და მოლდოვასთან დაკავშირებით, საქართველო და ქართული საზოგადოება დარჩა გულდაწყვეტილი, იყო არასამართლიანი გადაწყვეტილება, თუმცა ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი და ჩვენ ჩვენს ევროპელ მეგობრებს დავუმტკიცეთ, რომ საქართველო არის ევროპული ქვეყანა, საქართველოს აქვს სურვილი, რომ გახდეს იმ დიდი ოჯახის წევრი, რასაც ევროპა ჰქვია. ყველაფერი გაკეთდა ამ რთულ გზაზე. მადლობა მინდა გადავუხადო ყველა იმ ადამიანს, ვინც ჩართული იყო აღნიშნული რეფორმების განხორციელებაში, იმ ნაბიჯებში, რომელიც აუცილებელი იყო რეფორმებისთვის. ეს პროცესი გაგრძელდება. საქართველოს მთავრობა ქართველ ხალხთან ერთად მზად არის, ქვეყანაში განახორციელოს რეფორმები. ვულოცავ საქართველოს, ეს არის პირველ რიგში ქართველი ხალხის და იმ გუნდის დამსახურება, რომელსაც „ქართული ოცნება“ ჰქვია. მიუხედავად უამრავი ხელშეშლისა, წინაღობებისა, ყველაფერი გაკეთდა იმისთვის, რომ ჩვენს ქვეყანას მიეღო სტატუსი“, – განაცხადა კალაძემ.