ეს არის ორმაგი სტანდარტი, რადგან ერთი თვე სავსებით საკმარისია იმისთვის, რომ მისია საქართველოში ჩამოვიდეს – კონსტანტინე ჟღენტი ეუთო/ოდირის უარზე

ეს არის ორმაგი სტანდარტი, რადგან ერთი თვე სავსებით საკმარისია იმისთვის, რომ მისია საქართველოში ჩამოვიდეს – კონსტანტინე ჟღენტი ეუთო/ოდირის უარზე
როგორც ეუთო, ისე ევროპარლამენტი, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეა – ყველა არის იმ პროცესების გავლენის ქვეშ, რაც ახლა მსოფლიოში ხდება, – განაცხადა დიპლომატმა, კონსტანტინე ჟღენტმა გადაცემაში „EURO ანატომია“, რითაც გამოეხმაურა დროის სიმცირის საბაბით ეუთო/ოდირის უარს, მიავლინოს მისია საქართველოში 4 ოქტომბერს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე დასაკვირვებლად.
როგორც დიპლომატმა აღნიშნა, ეუთო/ოდირის არგუმენტი, რომ ერთი თვე სადამკვირვებლო მისიის მოსამზადებლად საკმარისი არ არის, რელევანტური არაა. კონსტანტინე ჟღენტი მიიჩნევს, რომ ეუთო/ოდირის ეს პოზიცია ორმაგი სტანდარტის მაჩვენებელია.
„ეუთო/ოდირის არგუმენტი, რომ ერთი თვე სადამკვივრებლო მისიის მოსამზადებლად საკმარისი არაა, რელევანტური არ არის. ეუთო/ოდირის ეს პოზიცია არის ორმაგი სტანდარტი, რადგან ერთი თვე სავსებით საკმარისი დროა იმისთვის, რომ აქ მისია ჩამოვიდეს. თუ ეს არ არის საპარლამენტო ან საპრეზიდენტო და არის ადგილობრივი ს სადამკვირვებლო მისია, სავსებით საკმარისია ის ერთი თვე, რომ ჩამოვიდეს, დააკვირდეს და დასკვნა გამოიტანოს, ამიტომ ვამბობთ, რომ მათ ბულინგის შეეშინდათ“, – აღნიშნა კონსტანტინე ჟღენტმა.
4 ოქტომბრის არჩევნებზე დასასწრებად, საქართველოს ხელისუფლებამ, ეუთო/ოდირს წერილი 6 სექტემბერს გაუგზავნა, ოფიციალურმა მ კი 2 სექტემბერს. 9 სექტემბერს კი ცნობილი გახდა, რომ დროის სიმცირის გამო, ეუთო/ოდირმა საქართველოში სადამკვირვებლო მისიის გამოგზავნაზე უარი განაცხადა. ჩეხეთში არჩევნები 3 ოქტომბერს არის დაგეგმილი. აღსანიშნავია, ისიც, რომ 2007 წელს სააკაშვილის გადადგომის შემდეგ, 2008 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე მისია მოწვევიდან სწორედ 1 თვეში ჩამოვიდა.

ასევე დაგაინტერესებთ

EMAAR/Eagle Hills-ის მრავალმილიარდიან ინვესტიციას უპირისპირდებიან ფსევდოპატრიოტი ნაცმანქურთები და სტერეოტიპებით შეპყრობილი სუბიექტები – როგორც კი ხდება ჩვენი განვითარებისთვის უმნიშვნელოვანესი პროექტის წინ წაწევა, მყისიერად აფუთფუთდებიან მარგინალები