“ეს არის ნამდვილი პოლიტიკური რეპრესიები” – ALDE ოპოზიციონერი ლიდერების დაკავებაზე

ევროპის ლიბერალთა და დემოკრატთა ალიანსი (ALDE) ეხმაურება ოპოზიციონერი პოლიტიკური ლიდერების სისხლისსამართლებრივ დევნას. ისინი ამას პოლიტიკურ რეპრესიებად აფასებენ.
“შოკის მომგვრელია: ლიბერალური ოპოზიციის ოთხ ლიდერს “ქართულმა ოცნებამ” პატიმრობა მიუსაჯა. ეს არის ნამდვილი პოლიტიკური რეპრესიები. ქართველი ხალხი დემოკრატიას ითხოვს და მათ აჩუმებენ. ლიბერალები არ გაჩუმდებიან. მოვითხოვთ მათ დაუყოვნებლივ გათავისუფლებას”, – ვკითხულობთ ALDE-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
დღეს, 24 ივნისს დააკავეს “სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერი, . მას მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა 7 თვით პატიმრობა მიუსაჯა. გუშინ, 23 ივნისს დააკავეს “ძლიერი საქართველოს” ლიდერები – და ბადრი ჯაფარიძე. მათ 8-8 თვით პატიმრობა მიუსაჯა მოსამართლე ზვიად შარაძემ. ამავე დღეს 7- თვიანი პატიმრობა მიესაჯა “კოალიცია ცვლილებებისთვის” ერთ-ერთ ლიდერს, ზურაბ ჯაფარიძეს. ის განაჩენს რუსთავის ციხეში შეხვდა, რადგან ვაშაძის, ხაზარაძისა და ჯაფარიძისგან განსხვავებით გირაოს გადახდაზეც უარი თქვა, რის გამოც აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა ჰქონდა შეფარდებული. ჯაფარიძეს განაჩენი მოსამართლე ჯვებე ნაჭყებიამ გამოუტანა.
პროკურატურა ოთხივე მათგანს სისხლის სამართლის კოდექსის 349-ე მუხლის დარღვევას ედავება, რაც პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობას გულისხმობს. საუბარია “ქართული ოცნების” ერთპარტიულ პარლამენტში შექმნილი საგამოძიებო კომისიაზე, რომელიც თავდაპირველად “ნაციონალური მოძრაობისა” და მისი მაღალჩინოსნების საქმიანობის შესასწავლად შეიქმნა, თუმცა მოგვიანებით მისი მანდატი გააფართოვეს. კომისიაზე იბარებენ იმ ოპოზიციონერ ლიდერებსაც, რომლებიც “ნაციონალური მოძრაობის” ხელისუფლებაში ყოფნის დროს პარტიაში და/ან სახელმწიფო თანამდებობაზე არ ყოფილან. მათ შორის, კომისიაზე დაიბარეს “ქართული ოცნების” ყოფილი პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია. სხვა ოპოზიციონერი ლიდერებისგან განსხვავებით, მან კომისიის გამოკითხვაში მონაწილეობა მიიღო.
ამავე მუხლის დარღვევას ედავებიან “კოალიცია ცვლილებებისთვის” კიდევ ორ ლიდერს – ს და ს. ასევე, ყოფილ თავდაცვის მინისტრს, ირაკლი ოქრუაშვილს. გირაოს გადაუხდელობის შემდეგ, აღკვეთოს ღონისძების სახით მათაც პატიმრობა შეუფარდეს. უახლოეს მომავალში გადაწყვეტილება მათ საქმეზეც გამოცხადდება.
გარდა ამისა, ამავე მუხლით ბრალი აქვს წარდგენილი “ნაციონალური მოძრაობის” ყოფილ ლიდერს, გივი თარგამაძეს. მან აღკვეთის სახით შეფარდებული გირაო გადაიხადა. ამ ეტაპზე საქმის განხილვა ჯერ არ დასრულებულა.

ასევე დაგაინტერესებთ