ეს არის ნამდვილი მესამე მსოფლიო ომი – ზელენსკი

“ეს არის ნამდვილი მესამე მსოფლიო ომი. არ ვფიქრობ, რომ პუტინი გიჟია. ის სახიფათოა – ეს კი ბევრად უფრო საშიშია. ის არ გაჩერდება“, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა მ Guardian-თან ინტერვიუში განაცხადა.
ზელენსკის თქმით, რუსეთთან მოლაპარაკებები არარეალურია.
“სამშვიდობო შეთანხმება იქნება ხაფანგი, რადგან პუტინი დაარღვევს ნებისმიერ შეთანხმებას და მისი დაჯერება არ შეიძლება” – აღნიშნა ზელენსკიმ.
მისი თქმით, „რუსული ფაშიზმის იდეოლოგიის“ გამო, ში მიმდინარე კონფლიქტი მეორე მსოფლიო ომის მსგავსია, თუმცა უფრო მცირე მასშტაბით და რომ პუტინის სასტიკი მეთოდიკა იგივეა, რაც ნაცისტური გერმანიის.
ზელენსკის თქმით, თუ უკრაინაში გაიმარჯვებს, ის შეეცდება კიდევ უფრო შეცვალოს ევროპის საზღვრები სხვა ქვეყნებზე თავდასხმით.

ასევე დაგაინტერესებთ