ეს არის მცდელობა, რომ ფსევდორელიგიური მიმდინარეობით ჩაანაცვლონ ეკლესია, ზუსტად ასე მოიქცნენ ბოლშევიკები

ეს არის მცდელობა, რომ ფსევდორელიგიური მიმდინარეობით ჩაანაცვლონ ეკლესია, ეს არის საერთო ჯამში მთელი სქემა, რაც ერთხელ ნანახი გვაქვს ამ ქვეყანაში ასი წლის წინ, ზუსტად ასე მოიქცნენ ბოლშევიკები – განაცხადა გადაცემაში „იმედი Live” პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ეკლესიისა და პატრიარქის წინააღმდეგ აგორებულ კამპანიაზე საუბრისას.
პაპუაშვილის განცხადებით, ამ კამპანიაში ახალი არაფერია და ამაზე პატრიარქი ჯერ კიდევ 2004 წელს საუბრობდა.
„ამაში ახალი არაფერია, დღეს გამოვაქვეყნე პატრიარქის 2004 წლის ინტერვიუ, სადაც ჩანს გარიჟრაჟი ანტიეკლესიური კამპანიისა. როგორ იწყებოდა ეს ყველაფერი და შემდეგ ვნახეთ ამის განვითარება. საერთო ჯამში მთავარი მიზეზი უნდა ვეძებოთ იმაში, რომ არიან ძალები, რომლებიც ეკლესიაში ხედავენ კონკურენტს“, – აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.
შალვა პაპუაშვილის თქმით, თუ აღნიშნულ კამპანიას ევროპულ ჭრილში განვიხილავთ, დავინახავთ, რომ ბოლო პერიოდში ევროკავშირი, რომელიც შეიქმნა როგორც პოლიტიკური და ეკონომიკური გაერთიანება, ევროკავშირის ბიუროკრატების მცდელობებით სულ უფრო მეტად იქცევა ფსევდორელიგიურ იდეოლოგიზირებულ კავშირად.
„ჩვენ ვხედავთ რომ ევრობიუროკრატები სულ უფრო ხშირად საუბრობენ ღირებულებებზე, ოღონდ არც აკონკრეტებ რა ღირებულებებია ანუ ცდილობენ მორალური პიედესტალიდან ესაუბრონ წევრ ქვეყნებსაც და კანდიდატ ქვეყნებსაც. არის მცდელობა, რომ ფსევდორელიგიური მიმდინარეობით ჩაანაცვლონ ეკლესია. ეს არის საერთო ჯამში მთელი სქემა, რაც ერთხელ ნანახი გვაქვს ამ ქვეყანაში ასი წლის წინ, ზუსტად ასე მოიქცნენ ბოლშევიკები, ბოლშევიზმი ეს იყო იდეოლოგია, მაშინაც სხვათა შორის ევროპიდან შემოსული სოციალიზმის სახით. ჩვენ რასაც ახლა ვხედავთ ამას სჭირდება სერიოზული დაფიქრება, რეალურად ჩვენ ვხედავთ ბრიუსელის ბიუროკრატიის მხრიდან ფსევდორელიგიის მეთოდების გამოყენებით იდეოლოგიური გავლენის მოპოვების მცდელობას, ამ შემთხვევაში ბუნებრივი კონკურენტი არის ეკლესია“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

ასევე დაგაინტერესებთ

ასეთი არასწორი დამოკიდებულებით, როგორც ახლა ვიტყოდით, „პრიორიტეტებით“, ვცოდავთ და ღმერთს ვშორდებით. შემდეგ კი გვიკვირს, რატომ გამიწყრა ღმერთი, რატომ მიმატოვა, როცა ჩავვარდი ამა თუ იმ მძიმე განსაცდელში

კოალიციის მთავარი ლიდერი თამარ ჩერგოლეიშვილი აკეთებს განცხადებას, რომ “ფორმულამ” ნახევარი მილიონი, შავი ფული აიღო 4 ოქტომბრის თემის აწევაში – კოალიციის სხვა ლიდერები რატომ არ გმობენ ოპოზიციურ მედიაზე ასეთ თავდასხმას?გეზარებათ გიჟთან ჭიდაობა?

სალომე, გავრილოვის ღამეს თბილისში იყავი და არა ბელარუსში, როგორც ამბობ და რაღაც არ მახსოვს, ხალხის ცემა და თვალების დათხრა მაშინ გაგეპროტესტებინოს – მეცო-სოპრანო მზია ნიორაძე სალომე ზურაბიშვილს