ეს არის მორიგი აღიარება, ახალი უკვე არაფერია, სახეები ცნობადია და მათი მიზანიც დიდი ხნის ნაცნობია საზოგადოებისთვის

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ხალხის ძალის“ ხელმძღვანელი დიმიტრი ხუნდაძე ეუთო-ს გენერალური მდივნის საქართველოში ვიზიტს მედიასთან ეხმიანება. დეპუტატის თქმით, რადიკალების ბულინგმა შედეგი ვერ გამოიღო და ფერიდუნ სინირლიოღლუ საქართველოში ჩამოვიდა.
დიმიტრი ხუნდაძე აღნიშნავს, რომ სავარაუდოდ რადიკალური ოპოზიცია ეუთო-ს გენერალურ მდივანთან შეხვედრას არ აპირებდა, თუმცა როდესაც ნახეს რომ მათთვის ეს პოზიცია წამგებიანი იყო, რადიკალების ნაწილმა შეხვედრისათვის მზაობა გამოხატა.
„მიუხედავად ოპოზიციის მხრიდან მორიგი ბულინგისა, რომ ვიზიტი არ შემდგარიყო, ეუთოს გენმდივანი საქართველოში ჩამოვიდა. ის შეხვდა ხელისუფლების წარმომადგენლებს, მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირებს. როგორც ჩანს, არ აპირებდა ოპოზიცია შეხვედრას იმიტომ, რომ მათ არ გამოუთქვამთ ამის სურვილი, პირიქით გააგრძელეს მისი შეურაცხყოფა, არაკომპეტენტურობაშიც კი დაადანაშაულეს ეს ადამიანი. მაგრამ, მერე ნახეს, რომ ეს წამგებიანი იყო მათთვის, გარკვეული ნაწილი გამოეყო ოპოზიციას და გამოხატა მზაობა შეხვედრისათვის. თუმცა, ოპოზიციის ნაწილი მაინც აგრძელებს ჩვეულ პოლიტიკას, ბულინგსა და შეურაცხყოფას,“- განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

დავით ქართველიშვილი ცისტური ფიბროზის მქონე პაციენტების მკურნალობის პროგრამაზე: ჯანდაცვის სისტემის ეფექტიანობა პროგრამის მასშტაბურობით კი არა, სახელმწიფოს უნარით იზომება, არ დატოვოს მედიცინის მიღმა ათეულობით ოჯახი მხოლოდ იმიტომ, რომ მკურნალობა ძვირადღირებულია

ირაკლი კობახიძე – 2012 წლის შემდეგ სასამართლო სისტემაში განხორციელდა ცვლილებები, სოციოლოგიური კვლევების თანახმად, სასამართლოს მიმართ ნდობა არის ფუნდამენტურად გაზრდილი, ეს არის ობიექტური მოცემულობა