ეს არის მორიგი აღიარება, ახალი უკვე არაფერია, სახეები ცნობადია და მათი მიზანიც დიდი ხნის ნაცნობია საზოგადოებისთვის

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ხალხის ძალის“ ხელმძღვანელი ეუთო-ს გენერალური მდივნის საქართველოში ვიზიტს მედიასთან ეხმიანება. დეპუტატის თქმით, რადიკალების ბულინგმა შედეგი ვერ გამოიღო და ფერიდუნ სინირლიოღლუ საქართველოში ჩამოვიდა.
აღნიშნავს, რომ სავარაუდოდ რადიკალური ოპოზიცია ეუთო-ს გენერალურ მდივანთან შეხვედრას არ აპირებდა, თუმცა როდესაც ნახეს რომ მათთვის ეს პოზიცია წამგებიანი იყო, რადიკალების ნაწილმა შეხვედრისათვის მზაობა გამოხატა.
„მიუხედავად ოპოზიციის მხრიდან მორიგი ბულინგისა, რომ ვიზიტი არ შემდგარიყო, ეუთოს გენმდივანი საქართველოში ჩამოვიდა. ის შეხვდა ხელისუფლების წარმომადგენლებს, მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირებს. როგორც ჩანს, არ აპირებდა ოპოზიცია შეხვედრას იმიტომ, რომ მათ არ გამოუთქვამთ ამის სურვილი, პირიქით გააგრძელეს მისი შეურაცხყოფა, არაკომპეტენტურობაშიც კი დაადანაშაულეს ეს ადამიანი. მაგრამ, მერე ნახეს, რომ ეს წამგებიანი იყო მათთვის, გარკვეული ნაწილი გამოეყო ოპოზიციას და გამოხატა მზაობა შეხვედრისათვის. თუმცა, ოპოზიციის ნაწილი მაინც აგრძელებს ჩვეულ პოლიტიკას, ბულინგსა და შეურაცხყოფას,“- განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

მთელმა მსოფლიომ იცის, რომ საქართველო ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რეგიონია სოფლის მეურნეობის დარგში. დარწმუნებული ვარ, ჩვენი ურთიერთობა მოგვცემს იმის საშუალებას, რომ ამ მიმართულებით, სერბებს და ქართველებს შორის წარმატებებს მივაღწიოთ

რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდეგ საკმაოდ ძლიერ ზეწოლას გავუძელით. იყო შემოტევა იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველო ჩართულიყო ამ პროცესებში. ჩვენ დავიცავით ჩვენი ეროვნული ინტერესი