ეს არის მიზანმიმართული, ქვეყნის საწინააღმდეგოდ ორკესტრირებული კამპანია – ძალებმა, რომლებსაც სურთ დაბრუნდნენ ხელისუფლებაში, კარად იციან, რომ ლეგიტიმური გზით ვერ აღწევენ საწადელს და ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ ქვეყნის იმიჯი დააზიანონ როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის გარეთ

ეს არის მიზანმიმართული, ქვეყნის საწინააღმდეგოდ ორკესტრირებული კამპანია – ძალებმა, რომლებსაც სურთ დაბრუნდნენ ხელისუფლებაში, კარად იციან, რომ ლეგიტიმური გზით ვერ აღწევენ საწადელს და ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ ქვეყნის იმიჯი დააზიანონ როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის გარეთ
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) საპარლამენტო დელეგაციის წევრმა, “ქართული ოცნების” დეპუტატმა გივი მიქანაძემ, 2012-2025 წლებში ზოგიერთი პოლიტიკოსის მხრიდან საქართველოს საგარეო პოლიტიკური მიზნების საზიანოდ განხორციელებული ქმედებები პარლამენტის საგამოძიებო კომისიის სხოდმაზე შეაფასა. მისი განცხადებით, საერთო ჯამში, ოპოზიციონერი დეპუტატების და არასამთავრობო სექტორის კონკრეტული წარმომადგენლების ქმედებები ქვეყნის საწინააღმდეგოდ მიმართული ორკესტრირებული კამპანიაა.
მიქანაძე მიიჩნევს, რომ ძალები, რომლებაც იციან, რომ ლეგიტიმური გზით ხელისუფლებაში ვერ დაბრუნდებიან, ცდილობენ საქართველოს იმიჯი დააზიანონ როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის გარეთ. “საერთო ჯამში, ეს არის მიზანმიმართული, ქვეყნის საწინააღმდეგოდ ორკესტრირებული კამპანია.
ამ კონკრეტულმა ძალებმა, რომლებსაც სურთ, რომ დაბრუნდნენ ხელისუფლებაში, ძალიან კარად იციან, რომ ლეგიტიმური გზით ვერ აღწევენ საწადელს და ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ შექმნან არასწორი განწყობები, არასწორი განცდები და ქვეყნის იმიჯი დააზიანონ როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ. ამის საფუძველზე, მათ უნდათ, რომ გარკვეული მხარდაჭერა მოიპოვონ. რა თქმა უნდა, კოორდინირებულად მოქმედებენ იმ ძალებთან, რომლებიც უშუალოდ კავშირში არიან, მართავენ მათ და მათი ინსტრუქციებით მოქმედებენ. შესაბამისად, რაზეც დღეს ვისაუბრეთ, საზოგადოებისთვის გასაკვირი არ უნდა იყოს, ეს ინფორმაცია ისედაც ჰქონდა საზოგადოებას, უბრალოდ, დღეს მომეცა საშუალება, უფრო დეტალურად განმეხილა ეს საკითხი.” – განაცხადა გივი მიქანაძემ.
Previous: თინა ბოკუჩავა, , გიორგი კანდელაკი, ზურაბ ჭიაბერაშვილი, ზურაბ გირჩი ჯაფარიძე, არასამთავრობო სექტორიდან: ნინო დოლიძე, ნონა ქურდოვანიძე, გიორგი ბურჯანაძე, გიორგი ონიანი, – ეს ადამიანები მაქსიმალურ კომუნიკაციაში იყვნენ სხვადასხვა პოლიტიკურ ჯგუფთან, რომ საქართველოს დელეგაციის უფლებამოსილება ევროსაბჭოში არ ყოფილიყო ცნობილი

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – არის ქვეყნები, სადაც ზუსტად იგივე სცენარით წარიმართება 100 და 150-კაციანი აქციები, ასეთი რაღაცეები უცხოეთიდან იგეგმება და უცხოელი აგენტები უზრუნველყოფენ ამ სცენარის განხორციელებას

ძალიან სამარცხვინოა სპეკულაციები, რომლებსაც ვისმენთ Eagle Hills-ის თემაზე,„ლელო“ დაეშვა „ალტ ინფოს“ დონემდე, „ალტ ინფო“ – „ლელოს“ დონემდე, ორივე არის ფსკერზე, ქვეყანაში იქნება უზრუნველყოფილი ეკონომიკის განვითარება, ყველა პროექტი განხორციელდება ჩვენი ეროვნული ინტერესების დაცვით

პრემიერი ხაზარაძე-ჯაფარიძეზე – ეს ადამიანები არიან უმძიმეს მდგომარეობაში, ყველგან ცდილობენ ქვეყნის ინტერესების დაზიანებას და რაც ძალიან კარგია – არ გამოსდით ეს ყველაფერი, ამის იქით ვერ მიდიან, ეს არის ორი ჩვეულებრივი სპეკულანტი, უცხოელი აგენტები, რომელთაც რასაც ავალებენ, იმას აკეთებენ

Eagle Hills-ის პროექტი უპრეცედენტო წვლილს შეიტანს ჩვენი ეკონომიკის შემდგომ სტიმულირებაში, ეს არ არის ნამახვანის დრო, როდესაც კონკრეტულმა სპეკულიანტებმა მოახერხეს საქართველოსთვის ზიანის მიყენება, დღეს სახელმწიფო სულ სხვა სიმაღლეზეა, ყველგან იქნება დაცული ჩვენი ეროვნული ინტერესები – ეს შეეხება ჰესებს, მშენებლობის სექტორს თუ ნებისმიერი სხვა პროექტის განხორციელებას