“ეს არის ისტორიაში პირველი საუბარი ბაჰრეინის ლიდერთან” | ზელენსკი ბაჰრეინის მეფეს ტელეფონით ესაუბრა

უკრაინის პრეზიდენტი ბაჰრეინის მეფეს, ჰამად ბინ ისა ალ ხალიფას ესაუბრა – ინფორმაციას ზელენსკი Facebook-ზე ავრცელებს და წერს, რომ ეს მათი პირველი საუბარი იყო.

საუბრისას სახელმწიფოს მეთაურებმა განიხილეს ორმხრივი თანამშრომლობის, გლობალური სასურსათო უსაფრთხოებისა და უკრაინის მშვიდობის ფორმულის მხარდაჭერა.
“ეს არის პირველი საუბარი ბაჰრეინის ლიდერთან ორმხრივი ურთიერთობების მთელ ისტორიაში. გასულ წელს კი შედგა ბაჰრეინის საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელის აზ-ზაიანის პირველი ვიზიტი ში“, – წერს ზელენსკი
საუბრისას ზელენსკიმ, ჰამად ბინ ისა ალ ხალიფას მადლობა გადაუხადა ბაჰრეინის წარმომადგენლის მონაწილეობისთვის მშვიდობის ფორმულის განხორციელებასთან დაკავშირებით.