“ეს არის ინდიკაცია, რომ ეს იქნება უბინძურესი და უმძიმესი არჩევნები” – გვარამია –

ნიკა გვარამია აცხადებს, რომ “ქართულ ოცნებას” უკვე დაეტყო მოშე კლუგჰაფტის ჩამოსვლა და კიდევ უფრო გაღრმავდება ის ანტიდასავლური მესიჯები, რომელსაც მმართველი პარტია აგზავნის.
“მოშე კლუგჰაფტის ჩამოსვლა დაეტყო უკვე ქართულ ოცნებას, დაიწყო ანტიდასავლური მესიჯები სასკოლო კურიკულუმებზე, როგორი ადამიანები უნდა გავზარდოთ ჩვენ და ა.შ. ეს ყველაფერი ეტყობა, ეს გაგრძელდება კიდევ უფრო გაღრმავდება. ეს არის ერთადერთი რამის ინდიკაცია, რომ ეს იქნება უბინძურესი და უმძიმესი არჩევნები და ამისთვის უნდა ვიყოთ მზად” ამბობს ნიკა გვარამია.
ქართულმა ოცნებამ გუშინ განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნა, რომ უკვე გააფორმეს კონტრაქტი მოშე კლუგჰაფტსა და მირი მიქაელთან. სწორედ კლუგჰაფტის ხელწერაა ოპონენტების გაშავება, “სისხლიანი ბანერების” გამოკვრა და სიძულვილის ენა. ბოლო წლების განმავლობაში, სწორედ ამ მეთოდებს იყენებს მმართველი გუნდი წინასაარჩევნოდ.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კუპრაძე – თსუ-ის მარშზე არ ვიყავით წარმოდგენილი, აქციის მთავარი პოლიტიკური მოთხოვნიდან გამომდინარე, რაც ბოიკოტის მხარდაჭერას გულისხმობს – მონაწილეები ვიყავით და ვიქნებით ყველა ტიპის ქუჩის პროტესტში

ინფრასტრუქტურის მინისტრი ჯუთამდე მისასვლელ გზაზე – დეტალური საინჟინრო კვლევები და დაკვირვებითი სამუშაოები მიმდინარეობს, შედეგებზე დაყრდნობით მეწყრისგან დაცვის კონკრეტული ღონისძიებები დაიგეგმება