გახარიას დაპირებას უმუშევრობის დაზღვევაზე, ანუ უმუშევრად დარჩენილებს რომ 950 ლარს დაურიგებს, აქტიურად განიხილავენ ფეისბუქზე. ეს არის ერთ–ერთი ყველაზე ცრუ და ვულგარული დაპირება, განსაკუთრებით მის ავტორს თუ გავითვალისწინებთ. ეს კაცი ნანახი გვყავს პრემიერ მინისტრად პანდემიისას, სახლში რომ გამოკეტა მთელი საქართველო, იძულებითი უმუშევრობისთვის გაწირა და კომპენსაციაზე არ უფიქრია, მერე მგონი ორასი ლარები მიუგდო ვიღაცეებს. მოსპო ქვეყნის ეკონომიკა წინსწრებით, ოღონდ საბოლოოდ ისე გამოვიდა, რომ კოვიდით სიკვდილიანობით საქართველო მსოფლიოში მაინც მოწინავე აღმოჩნდა და 231 ქვეყანაში, სადაც აღრიცხვიანობა მიმდინარეობდა და ოფიციალური სტატისტიკა დევს, 8–ე ადგილზე გავიდა. მის მყუდრო გადაცემას ვუყურე გუშინ, მის მიერ შერჩეულ ჟურნალისტთან რომ ჭუკჭუკებს ხოლმე, ჩვეულებრივ მედიას წარბაწეული უყურებს, აროგანტულად. არ სტუმრობს. მემარცხენე ვარო. რა გამოგვეპარა, როდის გახდა მემარცხენე, არ ვიცი. მთავარი აქ რა არის – წინასაარჩევნოდ მგონი ყირაზე გადავა ყველა და კაი გაძლება მოგვცეს ღმერთმა ამდენი სისულელის და ტყუილ–მართლის გარჩევაში.