“ეს არის ერთადერთი საშუალება, რომ ოჯახმა გვნახოს” – უკრაინელი ბრალდებულები სხდომებზე კამერების დაშვებას ითხოვენ

პროევროპულ აქციებზე დაკავებული 11-პირიანი საქმის უკრაინელი ბრალდებულები, სერგეი კუხარჩუკი და რუსლან სივაკოვი ითხოვენ, მედიას სხდომების გადაღების შესაძლებლობა დაუბრუნდეს. მათი განცხადებით, ეს არის ერთადერთი საშუალება, რომ ოჯახებმა საქმეს თვალი მიადევნონ.
“მე, სერგეი კუხარჩუკი, უკრაინის მოქალაქე, მივმართავ სასამართლოს დარბაზიდან იუსტიციის საბჭოს, რომ დაუშვან კამერები და ფოტორეპორტიორები, რათა მათ გადმოსცენ, რაც აქ ხდება: სად იმყოფეებიან უკრაინის მოქალაქეები, მე და რუსლან სივაკოვი. ეს არის ერთადერთი საშუალება, რომ ჩვენმა ოჯახის წევრებმა, რომლებიც ში იმყოფებიან და არ შეუძლიათ თბილისში ჩამოსვლა, შეძლონ ჩვენი პროცესების ნახვა და საქმის კურსში იყვნენ. იმედი მაქვს, რომ შესაბამისი ორგანოები გაითვალისწინებენ ჩვენს თხოვნას და უმოკლეს ხანში დააკმაყოფილებენ. გთხოვთ, განცხადების ასლი გადასცეთ სახალხო დამცველსა და უკრაინის საელჩოს”, – განაცხადა კუხარჩუკმა.
“მეც იმავე შინაარსის თხოვნა მაქვს. გთხოვთ, პატივცემულო მოსამართლევ, დაუშვათ ტელევიზია. დედაჩემი არის დანგრეულ ქალაქ ვოლჩანსკთან ში. იქ არ არის ტელევიზია, არ არის კავშირი. მხოლოდ 30 წუთით ჩართავენ ხოლმე ინტერნეტს. ასე შეუძლია დედაჩემს, რომ მნახოს, ინტერნეტის საშუალებით თვალი მიადევნოს სასამართლოს ჩანაწერებს და დაინახოს თავისი შვილი. დიდი მადლობა. საქართველო, მიყვარხარ!”, – განაცხადა სივაკოვმა.

ასევე დაგაინტერესებთ

პროკურატურა – დმანისში მომხდარ ფაქტზე ბრალი წარედგინა პირს, რომელმაც სახის არეში მრავლობითი დარტყმის შედეგად დაზარალებული რკინის კიბეებიდან გადააგდო, დაზიანების შედეგად გარდაცვლილი კი თავისივე საცხოვრებელი სახლის ეზოში დამარხა

გიორგი შარაშიძე – რა გასაკვირია, რომ თუნდაც ერთი წლის წინ ევროკავშირი უარყოფითად აფასებდა საქართველოს პროგრესს? – როგორ ფიქრობთ, ელჩს ასეთი მნიშვნელოვანი პოზიციის დაფიქსირება სურს და სამინისტროში გაგზავნილი რიგითი წერილით შემოიფარგლება?

შალვა პაპუაშვილი – ბრიუსელის ღირებულებითი უკუსვლა დაიწყო მაშინ, როდესაც დეზინფორმაცია და პროპაგანდა მისაღებ პოლიტიკურ იარაღად აღიარა – დადასტურდა, რომ კანონი ამერიკულია, რომ ინტეგრაცია ბრიუსელმა შეაჩერა და რომ ჯამი ჭურჭელია

ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ფაქტზე დაკავებულთაგან ხუთ პირს, მათ შორის მანანა გიორგობიანს ბრალი წარედგინა – დადგინდა, რომ დაპირისპირება გიორგობიანისთვის სუპერმარკეტის თანამშრომლის მიერ თანხის დახურდავებაზე უარს მოჰყვა