ეს არის ევროპის შიშები რუსეთის წინააღმდეგ – დაიხოცოს მთელი , ოღონდ რუსები ჩვენამდე არ მოვიდნენ. ეგაა რეალობა! ეგ უნდოდათ ჩვენგანაც

ეს არის ევროპის შიშები რუსეთის წინააღმდეგ. ფიქრობენ, რომ რაღა ჩვენ დავიცვათ?! მოდი, უკრაინელებმა დაგვიცვან! იქ ქართველებმა დაგვიცვან, – განუცხადა „იმედის კვირას“ კინორეჟისორმა, გოგა ხაინდრავამ.
მან ევროპის ქვეყნებისთვის რუსეთიდან მომდინარე საფრთხეებზე ისაუბრა.
„თავისი საფრთხეები მათ მშვენივრად ესმით – უკრაინის ომი ამითაა ინსპირირებული. ეს არის ევროპის შიშები რუსეთის წინააღმდეგ. ფიქრობენ, რომ რაღა ჩვენ დავიცვათ?! მოდი, უკრაინელებმა დაგვიცვან! იქ ქართველებმა დაგვიცვან – დაღვარონ სისხლი!
საგანგებო სამიტის ბოლო რეზოლუცია, სადაც ბალტიისპირელებიც მონაწილეობდნენ, არის, რომ ბოლო, უკანასკნელ უკრაინელამდე – დაიხოცოს მთელი , ოღონდ რუსები ჩვენამდე არ მოვიდნენ. ეგაა რეალობა! ეგ უნდოდათ ჩვენგანაც“, – განაცხადა ხაინდრავამ.
მან ასევე ბალტიისპირეთის ქვეყნების მიერ სანქცირებულთა სიაზეც ისაუბრა, რომელშიც ახლახან სამგზის ოლიმპიური ჩემპიონი, საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ლაშა ტალახაძეც აღმოჩნდა.
ხაინდრავას თქმით, იგი სანქცირებულია -ის, უკრაინისა და ლიტვის მიერ.
„სამივე განკარგულებაში წერია გოგა ხაინდრავა და საბუთებით მე გიორგი ხაინდრავა ვარ. როგორც ახლა გაირკვა, რომ ლაშა ტალახაძე და სხვები, ვინც დასანქცირდა ბალტიისპირეთის ქვეყნებში, აგერ, კაპიტანი გიგაურის მიერ იყო გაგზავნილი ეს სიები, ზუსტად ერთი და იგივე შეცდომა სამი სხვადასხვა ქვეყნის საგარეო უწყებას როგორ შეიძლება მოუვიდეს. ე.ი. არც იყურებოდნენ შიგნით – რაც გაუგზავნეს ბალტიისპირელებს, პირდაპირ იმას მოაწერეს ხელი“, – განაცხადა ხაინდრავამ.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე: ჩვენ ყველაზე სწრაფად განვითარებადი და მზარდი ეკონომიკა ვართ, ჩვენი საშუალო ეკონომიკური ზრდა ბოლო 5 წლის განმავლობაში იყო 9.3% – ეს ერთ-ერთი უდიდესი მაჩვენებელია ევროპაში

ევროკავშირიც, ბრიტანეთიც და აშშ-ის ყოფილი ადმინისტრაციაც დაინტერესებულები იყვნენ, ომი არ დასრულებულიყო. დღეს ვინ იღებს პასუხისმგებლობას, რომ მილიონამდე უკრაინელია დაღუპული. რომ არ ჩაშლილიყო სტამბულის შეთანხმება, ეს ყველაფერი ხომ არ მოხდებოდა