ეს არის დასტური იმისა, რომ ქართულ-ამერიკული ურთიერთობები პოზიტიურ რელსებზე გადავა

„ხალხის ძალის“ გენერალური მდივანი -ს პრეზიდენტის სა და საქართველოს ელჩის თამარ ტალიაშვილის შეხვედრაზე საუბრობს და მიიჩნევს, რომ ეს აუდიენცია ქართულ-ამერიკული ურთიერთობების პოზიტიურ რელსებზე გადასვლის დასტურია.
როგორც მ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, ის დარწმუნებულია, რომ მაღალი დონის ეს შეხვედრა შოკის მომგვრელი იქნება ქართველი რადიკალებისა და საქართველოს არაკეთილმოსურნეებისათვის.
„ამ შეხვედრას, რა თქმა უნდა, აქვს მაღალი პოლიტიკური ფასი. ეს არის დასტური იმისა, რომ ქართულ-ამერიკული ურთიერთობები პოზიტიურ რელსებზე გადავა და ამისათვის, შეხვედრაზე იყო შეთანხმებული კონკრეტული სამოქმედო გეგმის შემუშავება, რასაც მიჰყვება ორივე მხარე – ამერიკულიც და ქართულიც.
მე მწამს და ამას ყველა დავინახავთ, რომ ალბათ ელდა ეცა ახლა ოპოზიციას, მითუმეტეს წინასაარჩევნოდ, რომ ასეთი მაღალი დონის შეხვედრა შედგა. ეს, რა თქმა უნდა, მათ ინტერესებში არ შედის. მეტიც, ეს არა მხოლოდ მათ, არამედ საქართველოს არაკეთილმოსურნეების ინტერესს სცდება,“ – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

როდესაც კერძო ბიზნესი კომერციულ მოგებასა და მოსახლეობის ძარცვას შორის ზღვარს კარგავს, სახელმწიფოს არა მხოლოდ უფლება, არამედ ვალდებულება აქვს, ჩაერიოს და საკუთარი მოქალაქეები დაიცვას

თითქმის ნახევარი საუკუნეა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II, როგორც ერის სულიერი მამა, წინ მიუძღვის ჩვენს ქვეყანას, ჯანმრთელობასა და მხნეობას ვუსურვებ მას საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისა და ჩვენი ერის მართლმადიდებლური ღირებულებების კიდევ უფრო გაძლიერებისთვის!

დღემდე გაუცემელია პასუხი – რატომ არ მიენიჭა იმ ორ ქვეყანასთან ერთად საქართველოს კანდიდატის სტატუსი. კეთილსინდისიერად ვასრულებდით გაწერილ საშინაო დავალებას და ლიდერი ვიყავით ამ ქვეყნებს შორის და წარმოიდგინეთ, როგორი უსამართლობაა