ეს არის დასტური იმისა, რომ ოპოზიციური პარტიები ერთი გუნდია და ერთი ხელით იმართება – კახა კალაძე სალომე ზურაბიშვილის ქარტიაზე

თბილისის მერი მიესალმება ს „ქართული ქარტიის“ ირგვლივ ოპოზიციის გაერთიანებას. როგორც მან მედიასთან განაცხადა, ეს არის დასტური იმისა, რომ აღნიშნული პოლიტიკური პარტიები სინამდვილეში ერთნი არიან.
„მივესალმებით, რომ ისინი ერთ პლატფორმაზე არიან წარმოდგენილნი. ეს ადასტურებს იმას, რასაც ამ ხნის განმავლობაში ვამბობდით, ეს პოლიტიკური პარტიები, რომლებიც „ნაციონალური მოძრაობის“ წიაღში აღმოცენდნენ შეიძლება, სხვადასხვა სახელებით გამოდიოდნენ, მაგრამ ერთი გუნდი არის, ერთი ხელით იმართება. ამ ყველაფრის დადასტურებაა ის გადაწყვეტილება, რაც პრეზიდენტის მხრიდან გაჟღერდა. ესენი არიან ფაშისტები ლიბერალიზმით შენიღბულები“ , – განაცხადა კახა კალაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

გელა ნიკოლაიშვილი „ნაცმოძრაობის“ წინააღმდეგ სარჩელზე: ძნელია თქმა, როდის დამთავრდება ეს მუშაობა. მთავარი სამუშაო აქ მაინც საგამოძიებო ორგანოებს ექნება, როგორც სპეციალურ საპარლამენტო კომისიას, ასევე პროკურატურას

დონალდ ტრამპი აირჩია ამერიკელმა ხალხმა ამერიკის პრეზიდენტად იმისთვის, რომ დაიცვას ამერიკის ინტერესები. ჩვენთვის ტრამპის არჩევა მნიშვნელოვანი მოვლენაა, რადგან ჩვენი ხედვები და შესაბამისად ინტერესებიც ბევრ რამეში ემთხვევა ერთმანეთს