ეს არის „დამწვარი გზა“, რომელიც გრძელდება 16-22 ნო­ემ­ბრის შუალედში – ნახეთ ასტროლოგის გაფრთხილება

ასტროლოგები მომდევნო დღეების შესახებ საზოგადოებას აფრთხილებენ:
16 ნოემბერს დილით არაფერი დაგეგმოთ, დაისვენეთ და იყავით ჰარმონიული საკუთარ თავთან. შუადღიდან შეგიძლიათ გააქტიურდეთ. მოიმატებს სერიოზულობა და დაკვირვებულობა. იმაზე მეტ საქმეს გააკეთებთ, ვიდრე გეგონათ. ემოციები იქნება თავშეკავებული, არც გეცლებათ ემოციებისთვის. იმოქმედეთ გეგმის მიხედვით, გაანალიზებულად და აუცილებლად გაგიმართლებთ.
კარგი დღეა ახალი პროექტების დასაწყებად, მოლაპარაკებებისთვის, ხელშეკრულებების გასაფორმებლად. არ გირჩევთ კამათს და სიტუაციის ჩხუბით განმუხტვას. არავინ იცის, პირად რუკაში ვის რა ასპექტები გაქვთ, ამიტომ იყავით ფრთხილი და გააზრებული, დაიცავით წესები. აირიდეთ უსიამოვნებები. კარგი დღეა 17-იც, მოიმატებს არაორდინალურობა, დაიწყებთ ისეთ საქმეებსაც კი, რაშიც ადრე წინ ვერ მიდიოდით ან საკუთარი თავი ვერ წარმოგედგინათ. მოგემატებათ ენერგია, იყავით მიზანმიმართული. გააუმჯობესეთ დამოკიდებულება გარშემო მყოფებთან.
18 ნოემბრის დილა კარგია მოლაპარაკებებისთვის, გარდასახვისთვის. თუნდაც მსუბუქად ივარჯიშებთ. დღე გაატარეთ მშვიდად, არ გირჩევთ სერიოზული საქმეების დაწყებას, რადგან ამ დროს უკურსო მთვარეა. საღამოს დაიწყეთ შემოქმედებითი იდეების განხორციელება, მოსინჯეთ საკუთარი შესაძლებლობები ახალ საქმიანობაში. იყავით დიპლომატიური. რადგან ამ დღეს მზე მარსის შეერთება გველოდება და ენერგია არ უნდა იყოს უკონტროლო, არაა გამორიცხული აფეთქებები და ფიზიკური ძალის გამოვლენა. კვლავ ფრთხილად ფეთქებად, აალებად, მჭრელ და ცეცხლსასროლ იარაღებთან. წაიკითხეთ სრულად
ასევე ნახეთ:
„ამ გასაღებს პირში ვავლებ და ბავშვები ლაპარაკს იწყებენ…“ – სასწაული ივლიტას ტაძარში
როდის დასრულდება რთული და ემოციური პერიოდი ასტროლოგების პროგნოზით – „16 ნოემბერს, დილით არაფერი დაგეგმოთ“